ალექსანდრე ტაბატაძე (პოლიტიკოსი)

პოლიტიკოსი

ალექსანდრე ტაბატაძე (დ. 5 აპრილი, 1969) — ქართველი პოლიტიკოსი, თანამდებობის პირი. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.

ალექსანდრე ტაბატაძე
დაბადების თარიღი 5 აპრილი, 1969 (1969-04-05) (55 წლის)
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
ჯილდოები შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობის სიგელი; შეიარაღებული სამხედრო ძალების უმწიკვლო სამსახურის I ხარისხის მედალი; I ხარისხის მედალი თავდადებული სამსახურისათვის; ღირსების ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1991-1996 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსპექტორი, უფროსი ინსპექტორი. 1996-1997 წლებში რუსთავის შს სამმართველოში განყოფილების უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი. 1997 წელს თბილისის შს მთავარი სამმართველოს სამსახურის უფროსის მოადგილე. 1997-2000 წლებში თბილისის საბურთალოს შს სამმართველოს უფროსი. 2000-2001 წლებში იყო შსს თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსი. 2001 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს სს სამძებროს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. 2001-2004 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ბიუროს უფროსი. 2004-2006 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ოპერატიულ სამძებრო კათედრის უფროსი. 2006 წელს აჭარის ქობულეთის შს. განყოფილების უფროსი. 2006-2007 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. 2007-2008 წლებში – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. 2012-2013 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. 2013-2016 წლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 2016-2019 წლებში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე. 2019-2020 წლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. არის საჯარო სამართლის დოქტორი.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება