ალექსანდრე ინწკირველი (არქიტექტორი)
ალექსანდრე სოლომონის ძე ინწკირველი (დ. 15 იანვარი, 1898, ნაგომარი, — გ. 6 მაისი, 1967, თბილისი) — ქართველი არქიტექტორის, საქართველოს სსრ დამსახურებული ინჟინერი (1961).
ბიოგრაფია
რედაქტირება1930 წელს დაამთავრა მოსკოვის უმაღლესი სამხატვრო ტექნიკური ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით. იყო საქართველოს სსრ არქიტექტორთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი და გამგეობის უცვლელი წევრი. 1947-1952 წლებში იყო ამ კავშირის პირველი მდივანი. 1930-1960 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც. 1947 წელს თ. ფოცხიშვილთან ერთად ააშენა სოცდაზღვევის სანატორიუმი, ხოლო 1956 წელს ვ. ჩანტლაძესთან სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროს სანატორიუმის კომპლექსი.
ლიტერატურა
რედაქტირება- მარსაგიშვილი, გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 186.