ალექსანდრე ვაშაძე

ალექსანდრე ვაშაძე (დ. 1888, ჭიათურა — გ. 12 ივლისი, 1933 შორაპნის მაზრა) — რევოლუციონერი მოძრაობის მოღვაწე საქართველოში. კომპარტიის წევრი 1905 წლიდან. სწავლობდა ჭიათურის სამრევლო, შემდეგ ქუთაისის სკოლაში. 1904 წელს მონაწილეობდა მოსწავლეთა მიერ რუსეთ-იაპონიის ომის საწინააღმდეგოდ მოწყობილ დემონსტრაციაში ქუთაისში, ახალგაზრდობის მებრძოლი რაზმის ჩამოყალიბების, იარაღის შეძენასა და სხვა ღონისძიებებში, რისთვისაც გარიცხეს სასწავლებლიდან. 1905 - 1907 წლების რევოლუციის დროს მონაწილეობდა ბარიკადულ ბრძოლებში ქუთაისში, შემდეგ ბოლშევიკურმა ორგანიზაციამ მიავლინა ჭიათურაში. 1910 წლის 1 მაისს ჭიათურაში მოაწყო მაღაროს მუშებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის გაფიცვა. 1913 წელს დააპატიმრეს, მაგრამ გაიქცა და არალეგალურად გაემგზავრა ჟენევაში, სადაც პირველად შეხვდა ვ. ი. ლენინს. აქ იგი მუშაობდა რუსეთის სოციალისტთა საზოგადოების მდივნად. ერთი წლის შემდეგ გადავიდა საფრანგეთში, ქალაქ მონპელიეში, სადაც აირჩიეს ბოლშევიკური სექციის მდივნად. პოლიციის დევნის გამო შვეიცარიაში დაბრუნდა და შევიდა ჟენევის უნივერსიტეტში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. 1918 წელს ბოლშევიკების ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტის დავალებით პარტიული მუშაობის ხელმძღვანელობის გასაწევად გაგზავნეს რაჭის მაზრაში, შემდეგ მონაწილეობდა შეიარაღებული აჯანყების მომზადებაში შორაპანში, სამტრედიასა და ფოთში. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ ალექსანდრე ვაშაძე სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე იყო.

ალექსანდრე ვაშაძე
დაბადების თარიღი 1888
ჭიათურა
გარდაცვალების თარიღი 12 ივლისი, 1933
შორაპნის მაზრა
ეროვნება საქართველოს დროშა ქართველი
პარტია სკკპ
რელიგია ათეისტი

ლიტერატურა

რედაქტირება