ალექსანდრე გოლოვანოვი
ალექსანდრე გოლოვანოვი (დ. 25 ივლისი, 1904, ნიჟნი-ნოვგოროდი ― გ. 22 სექტემბერი, 1975, მოსკოვი) — რუსი სამხედრო მოღვაწე, საბჭოთა ავიაციის მთავარი მარშალი (1944).
ბიოგრაფია
რედაქტირება1919 წელს მოხალისედ წავიდა წითელ არმიაში. მონაწილეობდა სამოქალაქო ომში. 1933–1941 წლებში მუშაობდა სამოქალაქო საჰაერო ფლოტის სისტემაში. 1939 წელს მონაწილეობდა მდინარე ხალინ-გოლთან გამართულ ბრძოლებში და საბჭოთა კავშირ-ფინეთის ომში. 1941 წლის თებერვლიდან მეთაურობდა შორსმოქმედ ბომბდამშენ საავიაციო დივიზიას, 1942 წლის თებერვლიდან – შორსდმოქმედ ავიაციას, ხოლო 1944 წლის დეკემბრიდან – მე-18 საჰაერო არმიას. მონაწილეობდა აღმოსავლეთ პრუსიის და ბერლინის ოპერაციებში. იყო სსრკ-ის II მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 209.