ალექსანდრე ალანია
ალექსანდრე ალანია (დ. 8 სექტემბერი, 1929 — გ. 21 დეკემბერი, 1995) — ქართველი გეოგრაფი, ინჟინერი და მეცნიერი.
დაიბადა სოფელ ნოსირში, სენაკის რაიონში. 1951 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 1952 წელს ტაშკენტის ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის სპეცკურსი ინჟინერ-სინოპტიკოსის კვალიფიკაციით. გაიარა ასპირანტურის კურსი 1953-1957 წლებში. მუშაობდა აფხაზეთის და აჭარის ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის უფროსად საქმთავარ ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში. მუშაობდა კოკისპირული სტიქიური წვიმების შედეგების თავიდან აცილების სფეროში. გამოქვეყნებული აქვს 25-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი რომლებშიც მოცემულია ოკეანოლოგიის, მეტეოროლოგიის, ჰიდროლოგიის, კლიმატოლოგიისა და ბუნების დაცვის აქტუალური საკითხები. იგი მუშაობდა ჰიდროლოგიური, საზღვაო და ამინდის პროგნოზების მეთოდიკის საკითხებზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი, ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2003, გვ. 21