ალესანდრო მანიასკო

ალესანდრო მანიასკო (იტალ. Alessandro Magnasco; დ. 4 თებერვალი, 1667, გენუა — გ. 12 მარტი, 1749, გენუა) — იტალიელი ფერმწერი. მუშაობდა ძირითადად მილანში, გენუასა და ფლორენციაში. განიცადა ს. როზას, ჟ. კალოსა ფერწერის გენუის სკოლის ოსტატების გავლენა. მანიასკოს ჯანრული სურათები, რომლებშიც გამოსახულია ბოშების, ჯარისკაცების, ბერების ცხოვრება, გამსჭვალულია სარკაზმით, აგრეთვე ბუნების ძალებისა და სოციალური სინამდვილის წინაშე ადამიანის არარაობის ტრაგიკული შეგრძნებით (მონასტრის ცხოვრების ამსახველი სურათების სერია, 1720-1725 წლები, ზაიტენშტეტენის მონასტერი, ავსტრია).

ალესანდრო მანიასკო
დაიბადა 4 თებერვალი, 1667(1667-02-04)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბადების ადგილი გენუა
გარდაიცვალა 12 მარტი, 1749(1749-03-12)[7] [8] [1] [2] [3] [4] [9] [6] (82 წლის)
გარდაცვალების ადგილი გენუა
ჟანრი პეიზაჟი

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 KulturNav — 2015.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Itaú Cultural Enciclopédia Itaú CulturalSão Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
  5. Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. SavoyB: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — ISSN 2750-6088doi:10.1515/AKL
  6. 6.0 6.1 The Fine Art Archive — 2003.
  7. RKDartists
  8. Benezit Dictionary of ArtistsOUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
  9. ბროკჰაუზის ენციკლოპედია