ალგეთის წყალსაცავი
ალგეთის წყალსაცავი — წყალსაცავი საქართველოში, მდინარე ალგეთზე. მდებარეობს ქვემო ქართლის მხარის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ტბისის სიახლოვეს, ქალაქ თბილისიდან 60 კმ-ში.
ალგეთის წყალსაცავი | |
---|---|
ალგეთის წყალსაცავი | |
კოორდინატები: 41°35′19″ ჩ. გ. 44°31′12″ ა. გ. / 41.588667° ჩ. გ. 44.520056° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი (ქვემო ქართლის მხარე) |
სიგრძე | 4,2 კმ |
სიგანე | 1,2 კმ |
ფართობი | 2,3 კმ² |
მოცულობა | 0,065 კმ³ |
ჩაედინება | ალგეთი |
გამოედინება | ალგეთი |
ზედაპირის ფართობი 2,3 კმ², წყლის საერთო მოცულობა 65 მლნ. მ³, სასარგებლო მოცულობა — 60 მლნ. მ³. სიგრძე 4,2 კმ, მაქსიმალური სიგანე 1,2 კმ. საექსპლუატაციოდ გადაეცა 1983 წელს.[1] წყალსაცავზე გაედინება მდინარე ალგეთი. დაგეგმილია 1,1 მგვტ-იანი ალგეთის ჰიდროელექტროსადგურის აშენება.[2] წყალსაცავის წყალი გამოიყენება საირიგაციოდ — ტბისი-კუმისი. აწვდის წყალს სოფლებს: ჯორჯიაშვილს, ასურეთს, ბორბალოს, კოდას, ახალ მარაბდას, ძველ მარაბდას და სხვა.
2007 წელს მორწყა 6 ჰა მიწის ფართობი. 2012 წელს ალგეთის წყალსაცავზე ადგილობრივებმა შემთხვევით იპოვეს ადრეული შუა საუკუნეების დროინდელი ადამიანის თავის ქალა. სპეციალისტთა წინასწარი დასკვნით, ის ჩვენი წელთაღრიცხვის V-VI საუკუნეებით თარიღდება და 40 წლამდე მამაკაცს ეკუთვნის. წყალსაცავის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა სამარხებსა და ნამოსახლარებსაც მიაკვლიეს, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ამ შუა საუკუნეებში აქ დასახლება იყო.[3]