ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ალა აბდულგაევნა (გაევნა) ჯალილოვა (რუს. А́лла Абдулга́евна (Га́евна) Джали́лова; 8 ნოემბერი, 1908, თბილისი - 12 აპრილი, 1992, მოსკოვი) — საბჭოთა მსახიობი და მასწავლებელი, პირველი დაღესტნელი ბალერინა და დაღესტნის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი.

ალა ჯალილოვა
დაბადების თარიღი 21 ნოემბერი, 1908
თბილისი, საქართველო
გარდაცვალების თარიღი 12 აპრილი, 1992 (83 წლის)
მოსკოვი, რუსეთი
ეთნიკურად დაღესტანი
საქმიანობა ბალერინა, მასწავლებელი, მსახიობი
მეუღლე(ები) სერგეი ივანოვიჩ კოსტერინი
შვილ(ებ)ი არა
მშობლები მამა: აბდულგაი აბდულჯალილოვიჩ ჯალილოვი
დედა: სოფია ნიკოლაევნა ზაიჩევსკაია

ბიოგრაფია

რედაქტირება

ალა ჯალილოვას მამა, აბდულგაი აბდულოვიჩი (აბდულჯალილოვიჩი) იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ახტის მცხოვრებთაგანი, ვინც უმაღლესი განათლება მიიღო რევოლუციამდელ პერიოდში. სკოლის დამთავრების შემდეგ მან სწავლა განაგრძო სტავროპოლის გიმნაზიაშi. იქ is დაუმეგობრდა სოფია ნიკოლაევნა ზაიჩევსკაიას. 1900 წელს აბდულგაი ჩაირიცხა მოსკოვის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. 1903 წელს აბდულგაი სამუშაოდ წავიდა სომხეთის ქალაქ კარეში.[1] მოგვიანებით ის დაქორწინდა სოფია ზაიჩევსკაიაზე. 1908 წელს მათი ქალიშვილი ალა დაიბადა ტფილისში[2]. ალას ასევე ჰყავდა ძმა ბაკი და და, აიშა.[3]

ალამ ბავშვობიდანვე წარმოაჩინა ცეკვისადმი ინტერესი. მესამე კლასის დამთავრების შემდეგ ის მშობლებმა მოსკოვში წაიყვანეს, პირველად ეწვია ბალშოი თეატრს. 1920 წელს ალა ჯალილოვა მოსკოვის ქორეოგრაფიულ სკოლაში შევიდა. სკოლის დასრულების შემდეგ მან მუშაობა დაიწყო მუშაობა დაიწყო ბალშოი თეატრში და 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ასწავლიდა აქ.[4]

ალა დაქორწინებული იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სამეცნიერო მდივანზე, ენერგეტიკის ინსტიტუტის თერმოჰიდროდინამიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელზე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორზე, პროფესორ სერგეი ივანოვიჩ კოსტერინზე. წყვილს შვილები არ ჰყავდა. ალა ცხოვრობდა კარეტნი რიადის თეატრის სახლში. მისი მეზობლები იყვნენ ვლადიმერ ვისოცკი, როლან ბიკოვი და სხვა ცნობილი მსახიობები.

ალა ჯალილოვა გარდაიცვალა 1992 წელს. იგი დაკრძალეს დომოდედოვოს მუსლიმანურ სასაფლაოზე.[3] ალას სახელს ატარებს სოფელ ახტში არსებული მუსიკალური სკოლა და მაჰაჩყალას №8 საბავშვო სამსახიობო სკოლა. ის არის პირველი და ერთადერთი დაღესტნელი ქალი, რომელიც ბალშოი თეატრის სცენაზე გამოვიდა.[5]

ბალშოი თეატრი

რედაქტირება

ალა ჯალილოვა თავისი ნიჭის წყალობით ჩაირიცხა ბალშოი თეატრის საბალეტო ჯგუფში. ძალიან მალე, იგი გახდა თეატრის სოლისტი. ის პირველად გამოვიდა სცენაზე 1927 წელს რუბინშტეინის ოპერაში „დემონი“, სადაც შეასრულა თამარა დედოფლის ლეზგინკა. ალას ძმის ბაკის თქმით, სწორედ ამ ცეკვამ მოხიბლა მისი მომავალი ქმარი და რეგულარულად დაიწყო მის ყველა ბალეტზე დასწრება. „დემონში“ „ლეზგინკას“ შემდეგ ის გამოვიდა დელიბესის ოპერაში „ლაქმე“, სადაც შეასრულა ინდური ცეკვა. ასევე მან შეასრულა ესპანური ცეკვა ბიზეს ოპერაში „კარმენი“. ამასთანავე ალამ იცეკვა ასაფიევის ბალეტში „ბახჩისარაის შადრევანი", მინკუსისდონ კიხოტში", ალექსანდრე ბოროდინის „პრინც იგორში", სერგეი პროკოფიევის „კონკიაში" და ათეულობით სხვა რუსი და უცხოელი კლასიკოსების ბალეტებში.[6]

1951 წლამდე ის მუშაობდა ბალშოის თეატრში ბალერინად. მისი საყვარელი როლები იყო ლეზგინკა დემონში, თოლია ჩაიკოვსკის გედების ტბაში და მერსედესის ცეკვა მინკუსის დონ კიხოტში.[4] დიდი სამამულო ომის დროს ალა ჯალილოვამ, ბალშოი თეატრის სხვა მსახიობებთან ერთად, ასობით კონცერტი გამართა საომარ ნაწილებში, წინა და უკანა ფრონტზე. ომისშემდგომ წლებში თეატრის დასთან ერთად გასტროლების ფარგლებში ალა ჯალილოვა ეწვია ვლადივოსტოკს, ბაქოს, ყაზანს, ერევანს, ტაშკენტს და საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Саида Муртазалиева. Алла Джалилова. — 2008.
  • Я. Школьников. На сцене Большого театра // Дагестанская правда.
  • В. Зарубин. Алла Джалилова в Большом театре // Дагестанская правда.
  1. Алла Джалилова - выдающая лезгинская балерина // Возрождение. — 2000. — № 6.
  2. ახმედოვი დ., 2014.
  3. 3.0 3.1 Мечтой исполненный полет // Дагестанская правда. — 21.11.2008. — № 361—362. Архивировано 26 июня 2015 года.
  4. 4.0 4.1 Каймаразов Г. Ш. Социально экономические и культурные преобразования в Дагестане. — Махачкала: Даг. филиал АН СССР, 1977. — С. 182. — 211 с.
  5. Зикрула Ильясов. Дагестан: цифры и факты. — Махачкала: Дагестанское книжное изд-во, 2005. — 331 с.
  6. Григорович Ю. Н., Ванслов В. В. Джалилова Алла Гаевна // Балет: энциклопедия / Гл. ред. Ю. Н. Григорович. — М.: Советская энциклопедия, 1981. — 623 с.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალა_ჯალილოვა“-დან