ალა-არჩის ეროვნული პარკი

(გადამისამართდა გვერდიდან ალა-არჩას ეროვნული პარკი)

ალა-არჩის ეროვნული პარკი მდებარეობს ტიან-შანის მთებში (ყირგიზეთი), ამ ტერიტორიაზე ეროვნული პარკი დაარსდა 1976 წელს და ის დედაქალაქ ბიშკეკიდან დაახლოებით 40 კილომეტრითაა დაშორებული. პარკი მოიცავს მდინარე ალა-არჩას ხეობას და აქ არსებულ მთებს, ეს ადგილები განასკუთრებით პოპულარობით სარგებლობს ლაშქრობის, თხილამურებით სრიალის მოყვარულთა და მთამსვლელთა შორის. ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში ამ პარკს განსაკუთრებით ბევრი ტურისტი სტუმრობს.

ალა-არჩის ეროვნული პარკი
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა ყირგიზეთი
უახლოესი ქალაქი ბიშკეკი
ფართობი 194 კმ²
დაარსდა 1976

პარკი მოიცავს დაახლოებით 200 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიას და მისი საშუალო სიმაღლე შეადგენს 1500 მეტრს, ალა-არჩას ეროვნული პარკის მაქსიმალური სიმაღლეა 4 895 მეტრი. პარკში არის ოცი დიდი და მცირე მყინვარი, რომლებიდანაც რამდენიმე მდინარე იღებს სათავეს, მათგან აღსანიშნავია ალა-არჩა და აკ-შაი. ეროვნულ პარკში არსებული ცხოველთა სამყაროდან აღსანიშნავია თოვლის ლეოპარდი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება