აკაკი წერეთლის მწვერვალი
მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
აკაკი წერეთლის მწვერვალი[1] — კლდოვანი მწვერვალი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ჩრდილოეთი შტოქედ — შავანის ქედზე (მდინარეების ხდის და არმხის წყალგამყოფი), შავანის მასივში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3780 მ. 1938 წელს მდინარე ხდის ხეობიდან მწვერვალზე ავიდა ქართველ ალპინისტთა ჯგუფი ალექსანდრა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით და მას აკაკი წერეთლის სახელი უწოდა.
აკაკი წერეთლის მწვერვალი | |
---|---|
კოორდინატები: 42°40′30″ ჩ. გ. 44°44′17″ ა. გ. / 42.675222° ჩ. გ. 44.738111° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3780 მ |
ქედი | შავანის ქედი |
ლიტერატურა
რედაქტირება- უთმელიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 79.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 15.