ობრუჩევის ქედი
(გადამისამართდა გვერდიდან აკადემიკოს ობრუჩევის ქედი)
ობრუჩევის ქედი, აკადემიკოს ობრუჩევის ქედი — ქედი რუსეთის ფედერალურ სუბიექტ ტუვის რესპუბლიკაში, აღმოსავლეთ ტუვის მთიანეთის ცენტრალურ ნაწილში. სიგრძე დაახლოებით 250 კმ, სიმაღლე 2895 მ-მდე. შედგება გრანიტებით, კრისტალური ფიქლებითა და ქვიშაქვებით აგებული რამდენიმე მთაგრეხილისაგან. კალთებზე ტაიგაა, მწვერვალებზე — მთის ტუნდრა და ქვაყრილები. სახელი ეწოდა ვლადიმერ ობრუჩევის პატივსაცემად.
ობრუჩევის ქედი | |
---|---|
კოორდინატები: 51°50′ ჩ. გ. 96°00′ ა. გ. / 51.833° ჩ. გ. 96.000° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | ტუვის რესპუბლიკა |
სიმაღლე | 2895 მ |
სიგრძე | 250 კმ |
ამგებელი ქანები | გრანიტები, კრისტალური ფიქლები, ქვიშაქვები |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 496.