აღმოსავლეთ ტუვის მთიანეთი

აღმოსავლეთ ტუვის მთიანეთი — მთიანეთი რუსეთში, ტუვის რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში. უმთავრესად მოქცეულია დიდი ენისეის (ბიიხემი) და პატარა ენისეის (კა-ხემი) შუამდინარეთში. შედგება რამდენიმე პატარა ქედისაგან (მ. შ. ობრუჩევის ქედი[1]). საშუალო სიმაღლეა 1500–1600 , მაქსიმალური 2895 მ-მდე. ქედები ერთმანეთისაგან გამოყოფილია დადაბლებებითა და ღრმულებით. შეიმჩნევა ძველი გამყინვარების კვალი. აგებულია პალეოზოური ქანებით. კალთებზე ლარიქსის და კედრის ტაიგაა, თხემურ ნაწილში — მთის ტუნდრა.

აღმოსავლეთ ტუვის მთიანეთი
კოორდინატები: 52° ჩ. გ. 97° ა. გ. / 52° ჩ. გ. 97° ა. გ. / 52; 97
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული ტუვის რესპუბლიკა
უმაღლესი წერტილი ობრუჩევის ქედი
სიმაღლე 2895 
აღმოსავლეთ ტუვის მთიანეთი — რუსეთი
აღმოსავლეთ ტუვის მთიანეთი

ლიტერატურა

რედაქტირება