აკადემიის ქედი
აკადემიის ქედი (რუს. Академический хребет) — წყალქვეშა ქედი ბაიკალის ტბაში. ყოფს შუა და ჩრდილოეთ ღრმულებს. გადაჭიმულია ოლხონის კუნძულის ჩრდილოეთი დაბოლოებიდან უშკანის კუნძულებამდე და შემდეგ გრძელდება ვალუკანის კონცხამდე. სიგრძე დაახლოებით 100 კმ. ცალკეული მწვერვალები აზიდულია ტბის ზედაპირამდე უშკანის კუნძულების სახით.[1] ქედის კალთები ციცაბოდ ეშვება სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ ბაიკალის ტბის შუა ღრმულის რაიონამდე და ჩრდილო-დასავლეთისაკენ ჩრდილოეთი ღრმულისაკენ. აკადემიის ქედზე, ბაიკალის ფსკერი შედგება დედაქანისაგან. აღმოაჩინა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ბაიკალის ლიმნოლოგიურმა სადგურმა გლებ ვერეშჩაგინის ხელმძღვანელობით ჩატარებული ექსპედიციის დროს 1932 წელს.[2]
აკადემიის ქედი | |
---|---|
ბაიკალის რელიეფი | |
კოორდინატები: 53°47′ ჩ. გ. 108°26′ ა. გ. / 53.783° ჩ. გ. 108.433° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
სიგრძე | 100 კმ |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ На Ушканьи острова | озера Байкал (რუსული)
- ↑ А. К. Тулохонов. Байкал: природа и люди: энциклопедический справочник. 2009