ოლხონი
ოლხონი (რუს. Ольхон) — კუნძული ბაიკალის ტბის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ფართობი 730 კმ². სიგრძე 71 კმ, სიგანე 12 კმ. სიმაღლე 1276 მ-დე. ნაპირისგან გამოყოფილია მცირე ზღვითა და ოლხონის ჭიშკრით. აგებულია არქეული გნაისებით, მარმარილოთი, კვარციტებითა და გრანიტებით. ლანდშაფტურად მრავალფეროვანია: გამოიყოფა სტეპისა და ტაიგის ურთიერთშეხამება, გვხვდება აგრეთვე პატარა უდაბნო მხარე. ჩრდილოეთ ნაწილში არის ფოთლოვანი ტაიგა, სამხრეთით — სტეპი. დამახასიათებელია ჩრდილო-დასავლეთის ძლიერი ქარი, რომელიც სარმას სახელწოდებითაა ცნობილი. კუნძულზე წლის განმავლობაში მოღრუბლულ დღეთა რაოდენობა 48-ის ტოლია. სანაპირო რაიონზე გავლენას ახდენს ბაიკალის ტბის წყლის მასა. ზამთარი რბილია, ზაფხული გრილი. სულ ოლხონზე არის დაახლოებით 8 დასახლებული პუნქტი, რომელთა დიდ ნაწილი მდებარეობს კუნძულის დასავლეთ ნაწილში. ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტია ხუჟირი (დაახლოებით 1200 მცხ.). დასახლებულია რუსებითა და ბურიატებით, ძირითადად მეთევზეებით. მდიდარია არქეოლოგიური ღირსშესანიშნაობებით. განვითარებულია ტურიზმი.
გეოგრაფია | |
---|---|
მდებარეობა | ბაიკალი |
კოორდინატები | 53°09′24″ ჩ. გ. 107°23′01″ დ. გ. / 53.15667° ჩ. გ. 107.38361° დ. გ. |
ფართობი | 730 კმ² |
სიგრძე | 71 კმ |
სიგანე | 12 კმ |
უმაღლესი წერტილი | 1276 მ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოლხონი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- ოლხონი – აღწერა (რუსული)