უშკანის კუნძულები
უშკანის კუნძულები (რუს. Ушканьи острова) — კუნძულთა ჯგუფი ბაიკალის ტბის შუა ნაწილში, სვიატოი-ნოსის ნახევარკუნძულის სიახლოვეს (რუსეთი, ბურიატეთის რესპუბლიკა). ფართობი 9,8 კმ². არქიპელაგის შემადგენლობაშია 4 კუნძული, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია დიდი უშკანის კუნძული (ფართობი 9,4 კმ², სიმაღლე 216 მ). უმეტესწილად აგებულია კემბრიუმამდელი კრისტალური კირქვებით. დაფარულია ფოთლოვანი ტყეებით. ნაპირები კლდოვანია. სანაპიროებზე არის ბაიკალური ნერპის თავშესაყარი. უშკანის კუნძულები აკადემიის ქედის აზიდული ნაწილია.
გეოგრაფია | |
---|---|
მდებარეობა | ბაიკალი |
კოორდინატები | 53°51′00″ ჩ. გ. 108°37′00″ დ. გ. / 53.85000° ჩ. გ. 108.61667° დ. გ. |
ფართობი | 9,8 კმ² |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- უშკანის კუნძულები – ინფორმაცია დაარქივებული 2012-07-12 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
- უშკანის კუნძულები – ინფორმაცია (რუსული)