სვიატოი-ნოსის ნახევარკუნძული
სვიატოი-ნოსის ნახევარკუნძული (ბურ. Хилмэн-Хушун) — ბაიკალის ტბის უდიდესი ნახევარკუნძული მის აღმოსავლეთ ნაწილში. ბურიატიის რესპუბლიკის ნაწილი. ფართობი 596 კმ². სიგრძე 53 კმ, სიგანე 20 კმ. გართულებულია მთებით, ბორცვებით, ციცაბო ფერდობებითა და მრავალრიცხოვანი მდინარეებით. ვიწრო ყელი, რომელიც ნახევარკუნძულს აერთებს მატერიკთან, ყოფს ჩივირკუისა და ბარგუზინის ყურეებს.[1] წარმოადგენს ბარგუზინის ქედის განტოტებას. უმაღლესი წერტილის სიმაღლეა 1878 მ (მარკოვის მთა). არის ცხელი წყაროები, სიახლოვეს კუნძულებია. ყველაზე დიდი მდინარეა კრესტოვსკაია. არის დასახლებული პუნქტი კურბულიკი. განვითარებულია ხშირი ტყე.[2]
სვიატოი-ნოსის ნახევარკუნძული | |
---|---|
კოორდინატები: 53°40′ ჩ. გ. 108°50′ ა. გ. / 53.667° ჩ. გ. 108.833° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
უმაღლესი წერტილი | მარკოვის მთა |
სიმაღლე | 1878 მ |
ფართობი | 596 კმ² |
სიგრძე | 53 კმ |
სიგანე | 20 კმ |
აკვატორია | ბაიკალის ტბა |