iPod

Apple-ის მიერ შემუშავებული პორტატული ციფრული მედია ფლეერი
(გადამისამართდა გვერდიდან აიპოდი)

iPod — პორტატული მედია დამკვრელების ბრენდი, გაშვებული 2001 წლის 23 ოქტომბერს, რომლის დიზაინს და მარკეტინგს კომპანია Apple ახდენს. ამჟამად ხაზი შედგება ძირითად, მყარ დისკზე დაფუძნებულ iPod Classic-ს, ძვირადღირებულ სენსორულ ეკრანიან iPod Touch-ს, საშუალო კლასისთვის განკუთვნილ ვიდეო შესაძლებლობებიანი iPod Nano-ს და დაბალფასიანი უეკრანო iPod Shuffle-ისგან. ყოფილი პროდუქტებია: კომპაქტური iPod Mini (რომელიც iPod Nano-მ შეცვალა) და ძვირადღირებული დამატებითი ხაზი iPod Photo (რომელიც რეინტეგრირებულ იქნა iPod Classic-ის ხაზში). iPod Classic-ის მოდელები მედიას შინაგან მყარ დისკზე ინახავს, დანარჩენი მოდელები, გარდა Microdrive-ზე დაფუძნებული მინისა, მათი მცირე ზომის გათვალისწინებით, ფლეშ მეხსიერებაზე არის დაფუძნებული. სხვა ციფრული მედია დამკვრელების მსგავსად, iPod-ების ინფორმაციის გარეგან მატარებლებად გამოყენებაც არის შესაძლებელი.

iPod

ამჟამად წარმოებული iPod-ები
მწარმოებელი Apple
ტიპი პორტატული მედია დამკვრელი
გამოშვების თარიღი 2001
ონლაინ სერვისები iTunes-ის მაღაზია

iPod-ებში მედიის გადასატანად Apple-ის პროგრამა iTunes გამოიყენება. iTunes ჯუკბოქს-პროგრამაა, რომელიც კომპიუტერში არსებული მუსიკალური ფაილებისგან შედგენილ მუსიკალურ ბიბლიოთეკას ინახავს; ასევე შეუძლია კომპაქტ დისკების წაკითხვა, ჩაწერა და კოპირება. მისივე მეშვეობით ხდება კომპიუტერიდან ვიდეოების, კალენდრის მოვლენების, კონტაქტების და თამაშების iPod-ის იმ მოდელებში შეტანა, რომელთაც ზემოთ ჩამოთვლილების მხარდაჭერა აქვს. 2007 წლის ოქტომბრის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით iPod-ის ხაზის 199 მილიონი ერთეულია გაყიდული, რითაც ის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი დამკვრელია.

ისტორია და დიზაინი

რედაქტირება

iPod-ის იდეა Apple-ის ციფრული ცენტრის სტრატეგიიდან მოვიდა, როდესაც კომპანიამ ციფრული მოწყობილობების მზარდი ბაზრიდან გამომდინარე, პროგრამების შექმნა დაიწყო. ციფრულ ფოტოაპარატებს, კამერებს და ორგენაიზერებს კარგად ჩამოყალიბებული მეინსტრიმული ბაზარი ჰქონდა, მაგრამ კომპანიამ აღმოაჩინა, რომ იმ დროისთვის არსებული ციფრული მუსიკალური დამკვრელები „დიდი და მოუხერხებელი ან პატარა და გამოუსადეგარი იყო“. სამომხმარებლო ინტერფეისებით, რომლებიც „დაუჯერებლად საშინელი“ აღმოჩნდა. ამის გამო Apple-მა საკუთარი პროდუქტის შექმნა გადაწყვიტა. Apple-ის მოწყობილობების ინჟინერიის განყოფილების თავმჯდომარემ, ჯონ რუბენშტეინმა, სტივ ჯობსის დავალებით, ინჟინრების ჯგუფი შეკრიბა დამკვრელი შესამუშავებლად, რომელშიც ტონი ფადელი და დიზაინერ-ინჟინერი ჯონათან აივიც შედიოდა. პროდუქტი ერთ წელზე ნაკლებ დროში შემუშავდა და საზოგადოებას 2001 წლის 23 ოქტომბერს წარედგინა. აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივ ჯობსმა ის გამოაცხადა, როგორც მაკ-შეთავსებადი პროდუქტი, 5 გიგაბაიტიანი მყარი დისკი, რომლის მეშვეობითაც ჯიბეში 1,000 სიმღერის ჩადება იყო ძშესაძლებელი.

Apple-ისთვის უჩვეულოდ, მან iPod-ის პროგრამა თავიდან ბოლომდე თავად არ განავითარა. ამის მაგივრად მან PortalPlayer-ის პლატფორმას მიმართა, რომელიც 2 ARM ბირთვზე იყო დაფუძნებული. პლატფორმა ზედაპირულ პროგრამას იყენებდა, რომელიც გაშვებული იყო კომერციულ, მიკროკერნელ ჩაშენებულ ოპერატიულ სისტემაში. Apple-მა კონტრაქტი დადო მეორე კომპანია, Pixo-სთან, რათა ის, სტივ ჯობსის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ, დახმარებოდა კომპანიას სამომხმარებლო ინტერფეისის დიზაინში და განვითარებაში. დაფუძნების შემდეგ, Apple მუდმივად აგრძელებდა პროგრამის ინტერფეისის და დეტალების განახლებას. iPod Mini-დან დაწყებული, ფონტი Chicago Espy Sans-ით შეიცვალა. მოგვიანებით iPod-ები გადაერთვნენ Podium Sans-ზე, Apple-ის კორპორატიულ ფონტ, Myriad-ის მსაგვს ფონტზე. შემდეგ, ფერად ეკრანიანმა iPod-ებმა Mac OS X-ის რამდენიმე თემა გადაიღეს, როგორიცაა აქუა პროგრესი და გახეხილი მეტალის თემა დახურულ ინტერფეისში. 2007-ში, Apple-მა ისევ მოახდინა iPod-ის ინტერფეისის მოდიფიცირება, მეექვსე თაობის iPod Classic-ში და მესამე თაობის iPod Nanoში, ძველი ფონტის Helvetica-თი შეცვლით, და ხშირ შემთხვევაში ორად გაყოფილი ეკრანით, რომლის ერთ ნახევარზე მენიუა გამოსახული, ხოლო მერე ნახევარზე ალბომის გარეკნების, ვიდეოების ან სურათების ზუმირებულ, მოძრავ გამოსახულებებს აჩვენებს (იმისდა მიხედვით, თუ რომელი კატეგორიაა მონიშნული).

მოდელები

რედაქტირება

iPod-ის გაუმჯობესება მრავალჯერ მოხდა, და ყოველ მნიშვნელოვან განახლებას "თაობა" ჰქვია. მხოლოდ უახლესი თაობია მოდელები და წინა თაობია გადახარისხებული iPod-ის მოდელებია ხელმისაწვდომი Apple-ისგან. ყოველ მომდევნო თაობას ჩვეულებრივ მეტი ფუნქციები და გაუმჯობესები აქვს, ამავე დროს ისინი უფრო პატარები და მსუბუქები არიან მათ წინამორბედებზე, მაშირ როცა ისინი ინარჩუნებენ (არა ყოველთვის) ძველი მოდელების ფასებს. აღსანიშანვი ცვლილებებია მექანიკური ბორბლის შეხების მგრძნობიარეთი შეცვლა, ფერადი ეკრანების გამოყენება და მყარი დისკების ფლეშ მეხსიერებით ჩანაცვლება.

მოდელი თაობა სურათი მახსოვრობა კავშირი თავდაპირველი რელიზის თარიღი მინიმუმი ოს სინქრონიზაციისთვის ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობა (საათი)
Classic პირველი   5, 10 გბ FireWire 23 ოქტომბერი 2001 Mac: 910.1 აუდიო: 10
პირველი მოდელი, მექანიკური გადასახვევი ბორბლით. მოგვიანებით გამოვიდა 10 გბ მოდელი.
მეორე   10, 20 გბ FireWire 17 ივლისი 2002 Mac: 10.1
ვინ: 2000
აუდიო: 10
შეხების მგრძნობიარე ბორბალი. FireWire პორტს ჰქონდა დასახური. დაჭერით ჩართვა გადაისინჯა. ვინდოუსთან შეთავსება Musicmatch-ით.
მესამე   10, 15, 20, 30, 40 გბ FireWire (USB მხოლოდ სინქრონიზაციისთვის) 28 აპრილი 2003 Mac: 10.1
Win: 2000
აუდიო: 8
პირველი სრული რედიზაინი სრულად შეხების მგრძნობიარე ინტერფეისით, დოკ დამაკვშირებელით, და უფრო თხელი კეისით. Musicmatch-ის მხარდაჭერა შეწყდა iTunes 4.1-ის გამოსვლით ვინდოუსისთვის
მეოთხე
(Photo) (ფერადი)
  20, 40 გბ FireWire ან USB 19 ივლისი 2004 Mac: 10.2
Win: 2000
აუდიო: 12
გადმოიღო კლიკ ბორბალი iPod Miniსგან.
  ფოტო:
30, 40, 60 გბ
FireWire ან USB 26 ოქტომბერი, 2004 Mac: 10.2
Win: 2000
აუდიო: 15
სლაიდშოუ: 5
ფერადი:
20, 60 გბ
28 ივნისი, 2005
მე-4 თაობის iPod-ის პრემიუმ დამატებითი ხაზი ფერადი ეკრანით და სურათების ჩვენების შესაძლებლობით. მოგვიანებით რეინტეგრირდა iPod-ის ძირითად ხაზში.
მეხუთე   30, 60, 80 გბ USB (FireWire მხოლოდ დასატენად) 12 ოქტომბერი 2005 Mac: 10.3
Win: 2000
30 გბ
აუდიო: 14
ვიდეო: 2
(მოგვიანებით 3.5)
60/80 გბ
აუდიო: 20
ვიდეო: 3/6.5
მეორე სრული რედიზაინი უფრო თხელი კეისით, ვიდეო შესაძლებლობით და უფრო დიდი ეკრანით. შემოთავაზებული იყო შავი და თეთრი.
მეექვსე 80, 160 გბ USB (FireWire მხოლოდ დასატენად) 5 სექტემბერი 2007 Mac: 10.4 Win: XP 80 გბ
აუდიო: 30
ვიდეო: 5
160 გბ
აუდიო: 40
ვიდეო: 7
წარმოდეგენილ იქნა ბოლოსართი "კლასიკი". ახალი ინტერფეისი და ანოდირებული ალუმინის წინა საფარი. ვერცხლისფერს ცვლის თეთრი.
Mini
(შეიცვალა ნანოთი)
პირველი   4 გბ USB ან FireWire 6 იანვარი 2004 Mac: 10.1
Win: 2000
აუდიო: 8
ახალი პატარა მოდელი, ხელმისაწვდომი 5 ფერში. პირველად წარმოადგინა"კლიკ ბორბალი".
მეორე   4, 6 გბ USB ან FireWire 22 თაბერვალი 2005 Mac: 10.2
Win: 2000
აუდიო: 18
უფრო კაშკაშა ფერებით ბატარეის ხანგრძლივი სიცოცხლე. კლიკ ბორბლის ფერი ეხამება კეისის ფერს. ოქროსფერის გამოშვება შეწყდა. მოგვიანებით შეიცვალა iPod Nanoთი.
Nano პირველი   1, 2, 4 გბ USB (Firewire მხოლოდ დასატენად) 7 სექტემბერი 2005 Mac: 10.3
Win: 2000
აუდიო: 14
სლაიდშოუ: 4
შეცვალა Mini. ხელმისაწვდომია შავი ან თეთრი და იყენებს ფლეშ მეხსიერებას. ფერადი ეკრანი ფოტოების სამახავად. 1 გბ ვერსია გამოვიდა მოგვიანებით.
მეორე   2, 4, 8 გბ USB (FireWire მხოლოდ დასატენად) 12 სექტემბერი 2006 Mac: 10.3
Win: 2000
აუდიო: 24
სლაიდშოუ: 5
ანოდირებული ალუმინის კეისი, ხელმისაწვდომია 6 ფერში.
მესამე   4, 8 გბ USB (FireWire მხოლოდ დასატენად) 5 სექტემბერი 2007 Mac: 10.4
Win: XP
აუდიო: 24
ვიდეო: 5
2" QVGA ეკრანი, ფერები განახლდა შავით, ახალი ინტერფეისი, ვიდეო შესაძლებლობა.
Shuffle პირველი   512 MB, 1 გბ USB
(ადაფტერი არაა საჭირო)
11 იანვარი 2005 Mac: 10.2
Win: 2000
აუდიო: 12
ახალი დაბალი სეგმენტის მოდელი. იყენებს ფლეშ მეხსიერებას და არ აქვს ეკრანი.
მეორე   1 გბ USB 12 სექტემბერი 2006 Mac: 10.3
Win: 2000
აუდიო: 12
უფრო პატარა მისამაგრიანი დიზაინი ანოდირებული ალუმინის კეისით. მოგვიანებით დაემატა 4 ფერი. ფერები განახლდა.
Touch პირველი 8, 16 გბ USB (FireWire მხოლოდ დასატენად) 5 სექტემბერი 2007 Mac: 10.4
Win: XP
აუდიო: 22
ვიდეო: 5
ინტერნეტ ბრაუზერით Safari, სენსორული ეკრანით, Wi-Fi-თ, და უკაბელო კავშირით iTunes-ის მაღაზიასთან და YouTube-თან.
 
iPod-ის გაყიდვები კვარტალების მიხედვით.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=IPod&oldid=4611813“-დან