აინტაბის ბრძოლა
აინტაბის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
ჯვაროსნული ლაშქრობების ნაწილი | |||
თარიღი | აგვისტო, 1150 | ||
მდებარეობა | გაზიანთეფი (დღევანდელი თურქეთი) | ||
შედეგი | ჯვაროსანთა ტაქტიკური გამარჯვება & სტრატეგიული დამარცხება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
|
აინტაბის ბრძოლა — ბრძოლა ჯვაროსნებსა და ალეპოს ათაბაგს შორის. იერუსალიმის მეფემ — ბალდუინ III-მ მოიგერია ნურ ალ-დინ ზანჯის არმია და მოახდინა უკვე დაცემული ედესის საგრაფოს ქრისტიანი მოსახლეობის ევაკუაცია. გაიმართა 1150 წლის აგვისტოში. ეს ბრძოლა იყო ტაქტიკური გამარჯვება, მაგრამ სტრატეგიული დამარცხება ჯვაროსანთათვის.
წინაპირობები
რედაქტირებაზანჯიმ, ნუ ალ-დინის მამამ ედესა დაიპყრო 1144 წელს. დედაქალაქის დაკარგვის მიუხედავად, საგრაფოს დასავლეთი მიწები მაინც აგრძელებდა არსებობას შემდეგი ექვსი წლის მანძილზე. ისინი იმყოფებოდნენ გარემოცული მულიმური ქვეყნების მზარდი ზეწოლის ქვეშ. 1150 წელს ბიზანტიის იმპერატორმა მანუელ I-მა გამოთქვა ინტერესი — მოეპოვებინა ედესის საგრაფოს დარჩენილი ტერიტორიები. როგორც მათი ფეოდალური ბატონი, ბალდუინ III ვალდებული იყო დაეცვა ისინი შეტევის შემთხვევაში. ცნობილია, რომ ჯვაროსნები ნაკლებად იყვნენ დარწმუნებულნი, რომ ამ ტერიტორიებს დიდხანს შეინარჩუნებდნენ, ამიტომ ბალდუინი დათანხმდა მათ ბიზანტიისთვის გადაცემას.
ბალდუინი მანუელის წარმომადგელებს შეხვდა ტურბესელში (თელბაშირი), რათა ეწარმოებინა მოლაპარაკებები მიწის გადაცემის შესახებ. ფრანკებს და სომხებს, რომლებსაც უნდოდათ დარჩენილიყვნენ ლათინთა მმართველობის ქვეშ, ნება მიეცათ წასულიყვნენ ანტიოქიის სამთავროში მეფესთან ერთად და მიეღოთ იქ საკუთრება. ბალდუინის არმია შედგებოდა 500 რაინდისგან,[1] ქვეითების რიცხვი უცნობია.
ბრძოლა
რედაქტირებანურ ალ-დინის ჯარისკაცები უკანდახეულ ჯვაროსანთა მწყობრს დაეჯახნენ დიულიუკსა და აინტაბს შორის. ბძოლაში ჯარისკაცების გაშლის შედეგად, ბალდუინმა შეძლო მოსახლეობა, რომელიც მას მიჰყვებოდა გადაეყვანა ქალაქ აინტაბში, სადაც ლათინთა ძალებმა ღამე გაათიეს.
მომდევნო დღეს ფრანკი ჯარისკაცები ლტოლვილებისა და ბარგის დაცვის მიზნით მოეწყვნენ. ბალდუინი მეთაურობდა წინა ნაწილის დაცვას, ხოლო ანტიოქელები მარჯვენა და მარცხენა ფლანგებისას. რაიმუნდ II ტრიპოლელი და ონფრუა II დე ტორონი მიმართული იყვნენ ძლიერად დაეცვათ უკანა მხარე. ქვეითი ჯარისკაცების პოზიციები ჯარის წყობაში არ არის მოხსენიებული ვილჰელმ ტვიროსელის მიერ შედგენილ ქრონიკებში, რომელიც ჯვაროსანთა ბრძოლების მთავარი წყაროა.
ნურ ალ-დინის ჯარისკაცებმა ჩვეული ტაქტიკით დაიწყეს შეტევა. მათ დაიწყეს ჯვაროსანთა წყობის გარშემო ცხენით სირბილი და „წვიმასავით უშენდნენ ისრებს და მალე ბარგი ისევე გამოიყურებოდა როგორც მაჩვზღარბა.“[2] მთელი დღის განმავლობაში თურქები ცდილობდნენ გამოეწვიათ ფრანკების წყობის დაშლა ან დაექვეითებინათ მათი მორალი. მაგრამ ისინი მძიმე მარშით მიიწევდნენ წინ, ცდილობდნენ ზუსტი სიარულით დაეცვათ დისციპლინა, ხოლო როდესაც თურქები ძალიან მიუახლოვდებოდნენ, აწყობდნენ ცალკეულ შეტევებს მათ წინააღმდეგ. ნურ ალ-დინი სულით დაეცა წარმატების არქონის გამო, ასევე მას აკლდა მომარაგება, ამიტომ მზის ჩასვლისას უკან დაიხია. ჯვაროსანთა წყობამ ანტიოქიის საზღვრებამდე მიაცილა ლტოლვილები სხვა უსიამოვნებების გარეშე.
შედეგები
რედაქტირებაბალდუინმა სწორად გათვალა შემდეგი მოვლენები: ედესის საგრაფოს დარჩენილი ტერიტორიებიც მალევე გადავიდა თურქების ხელში. ეს შეტაკება ჯვაროსანთათვის ტაქტიკური გამარჯვება იყო, რადგან მათ აიცილეს მნიშვნელოვანი დანაკარგები და უზრუნველყვეს პრო-ლათინური მოსახლეობის წარმატებით დაცვა და მათი გამოყვანა სამშვიდობოზე. მაგრამ ამასთანავე ედესის საგრაფოს დარჩენილი ტერიტორიების დაკარგვა მიჩნეულია მათ სტრატეგიულ დამარცხებად.
ლიტერატურა
რედაქტირება- Smail, R. C. (1995). Crusading Warfare 1097-1193. New York: Barnes & Noble Books. ISBN 1-56619-769-4.
სქოლიო
რედაქტირებაიხილეთ პორტალი ჯვაროსნული ლაშქრობები |
- ↑ Smail 1995, p. 160
- ↑ Smail 1995, p. 161