ბალდუინ III იერუსალიმელი
ბალდუინ III (ფრანგ. Baudouin III; დ. 1130 — გ. 10 თებერვალი, 1163[1]) — იერუსალიმის მეფე 1143–1163 წლებში. იგი გამეფებისას ჯერ კიდევ ბავშვი იყო და იერუსალიმს დედამისი, მელისენდა მართავდა. სრული ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ კი, მან ფატიმიდებს წაართვა ასკალონი. ბალდუინმა დაამარცხა ნურ ად-დინ ზენგის არმია სირიაში. იგი უმემკვიდროდ გარდაიცვალა და ტახტზე მისი ძმა, ამალრიკი ავიდა.
ბალდუინ III იერუსალიმელი | |
---|---|
Baudouin III | |
იერუსალიმის მეფე | |
კორონაცია: | 25 დეკემბერი, 1143 |
მმართ. დასაწყისი: | 25 დეკემბერი, 1143 |
მმართ. დასასრული: | 10 თებერვალი, 1163 |
წინამორბედი: | მელისინდა |
მემკვიდრე: | ამალრიკი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1130 |
გარდ. თარიღი: | 10 თებერვალი, 1163 |
გარდ. ადგილი: | ბეირუთი, ლიბანი |
მეუღლე: | თეოდორა კომნენე |
მამა: | ფულკი |
დედა: | მელისინდა |
რელიგია: | კათოლიკობა |
ლიტერატურა
რედაქტირება- William of Tyre (1943). Babcock, E. A.; Krey, A. C., eds. A History of Deeds Done Beyond the Sea. New York: Columbia University Press.
- Runciman, Steven (1952). A History of the Crusades, vol. II: The Kingdom of Jerusalem. New York: Cambridge University Press.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Malcolm Barber, The Crusader States (Yale University Press, 2013), p. 217.