აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო (აზერ. Azərbaycan Respublikası Fövqəladə Hallar Nazirliyi) - ცენტრალური აღმასრულებელი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია მოსახლეობის ბუნებრივი და ადამიანური კატასტროფებისგან დაცვა. სამინისტროს ხელმძღვანელობს ქამალედდინ ჰეიდაროვი.

აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო
Azərbaycan Respublikası Fövqəladə Hallar Nazirliyi
აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო
უწყების შესახებ
შეიქმნა 2005 წ, 16 დეკემბერი
მინისტრი ქამალედდინ ჰეიდაროვი
უწყების ტიპი სამინისტრო
საიტი
[fhn.gov.az]

სტრუქტურა

რედაქტირება

სამინისტროს სტრუქტურა მოიცავს:

  • სახელმწიფო სახანძრო სამსახურს
  • სახელმწიფო სახანძრო კონტროლის სამსახურს
  • სამოქალაქო თავდაცვის ძალებს
  • მატერიალური ინვენტარის სახელმწიფო სააგენტოს
  • სამშენებლო უსაფრთხოების კონტროლის სახელმწიფო სააგენტოს
  • სამრეწველო და სამთო კონტროლის სფეროში უსაფრთხო მუშაობის სააგენტოს
  • სახელმწიფო ინსპექტორი დაბალი სიმძლავრის გემებისთვის
  • სახელმწიფო სამაშველო სამსახურს წყლებში
  • მილიტარიზებული უსაფრთხოების სამსახურს
  • კასპიის სამაშველო სამსახურს
  • კრიზისების მართვის ცენტრს
  • ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს

მოღვაწეობა                                                                                                                                       

რედაქტირება

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო პასუხისმგებელია შემდეგ სფეროებში:

  • სამოქალაქო თავდაცვა

- ბუნებრივი და ანთროპოგენური სიტუაციებისაგან მოსახლეობის დაცვა

  • ბუნებრივი კატასტროფები:

- საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილება და მათი შედეგების ლიკვიდაცია;

- ცეცხლის უსაფრთხოება;

- ხალხის უსაფრთხოება წყლებში;

- მცირე გემების ოპერაციების უსაფრთხოება;

- ტექნიკური უსაფრთხოება ინდუსტრიაში და სამთო ოპერაციებში;

- მშენებლობის უსაფრთხოება;

-სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახსრების რეგლამენტი;

- მენეჯმენტი, კოორდინაცია და ზედამხედველობა შესაბამის სფეროებში;

- საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში სტრატეგიული ობიექტების დაცვა[1]

საერთაშორისო ურთიერთობები

რედაქტირება

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო თავის საქმიანობაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო პრაქტიკას.

სამინისტრო ითანამშრომლებს შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებთან: გაერო, ნატო, დსთ, სუამი, OPCW, IAEA, ბისეკი. საგანგებო სიტუაციების სფეროში მათი უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიზნით, სამინისტროს თანამშრომლები სწავლობენ რუსეთში, უკრაინაში, ბელარუსში, გერმანიაში.

სამინისტრო თანამშრომლობს შემდეგ ქვეყნებთან: რუსეთის ფედერაცია, აშშ, იორდანია, თურქეთის რესპუბლიკა, უკრაინა, ბელარუსი, საფრანგეთი, გერმანია და სხვა[2].

2007 წლის 24 სექტემბრიდან 27 სექტემბრამდე ბაქოში, საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ საერთაშორისო მეცნიერებათა აკადემიასთან თანამშრომლობით ჩაატარა საერთაშორისო სიმპოზიუმი თემაზე "ბუნებრივი კატასტროფები და თანამედროვე ცივილიზაციის გლობალური პრობლემები"[2].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება