ავსტრიული სანაპირო
ავსტრიული სანაპირო (გერმ. Österreichisches Küstenland, იტალ. Litorale Austriaco, სლოვენ. Avstrijsko primorje, ხორ. Austrijsko primorje, უნგრ. Tengermellék) — ტერიტორია, რომელიც 1849 წელს გამოცხადდა ავსტრიის იმპერიის გვირგვინის მიწად (კრონლანდად). იგი მოიცავდა სამ რეგიონს: ისტრიის ნახევარკუნძულს, გორიცა და გრადიშკას და ტრიესტის თავისუფალ ქალაქებს. ისტორიის მიხედვით რეგიონი ხშირად ხდებოდა დავის საგანი, რეგიონის ნაწილებს სხვადასხვა დროს მართავდა ვენეციის რესპუბლიკა, ავსტრია-უნგრეთის იმპერია, იტალია, იუგოსლავია და სხვა.
ავსტრიული სანაპირო Österreichisches Küstenland Litorale austriaco Avstrijsko primorje | ||||||
ავსტრია-უნგრეთის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავდა ტრიესტის თავისუფალი ქალაქი, ისტრიის მარკას და გორიცა და გრადიშკას სამეფო საგრაფოს | ||||||
| ||||||
| ||||||
ავსტრიული სანაპირო ავსტრია-უნგრეთის ცისლეიტანიასთან ერთად
| ||||||
დედაქალაქი | ტრიესტი | |||||
ენები | იტალიური, სლოვენური, ხორვატული, გერმანული | |||||
რელიგია | რომაული კათოლიკობა | |||||
მთავრობა | შტატჰალტერი | |||||
ავსტრიის იმპერატორი | ||||||
- | 1848 - 1916 | ფრანც იოზეფ I | ||||
- | 1916 - 1918 | კარლ I | ||||
ტრიესტის შტატჰალტერი | ||||||
- | 1849 - 1850 | იოჰან გრიმციტზი | ||||
- | 1850 - 1854 | ფრანც ვინმპფენი | ||||
- | 1867 - 1868 | ედუარდ ფონ ბახი | ||||
- | 1915 - 1918 | ალფრედ ფრის-სკენე | ||||
ისტორიული ერა | თანამედროვე | |||||
- | შექმნა | 4 მარტი 1849 | ||||
- | გაუქმდა | 10 სექტემბერი 1919 | ||||
ფართობი | ||||||
- | 1880 | 7 967 კმ² (3 076 მლ²) | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 1880 წელი | 648 000 | ||||
სიმჭიდროვე | 81,3 /კმ² (210,7 /მლ²) | |||||
- | 1910 წელი | 894 287 | ||||
სიმჭიდროვე | 112,2 /კმ² (290,7 /მლ²) | |||||
დღეს ამ ტერიტორიაზე | სლოვენია ხორვატია |
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ იტალიის სამეფომ ლონდონის ხელშეკრულების, მოგვიანებით კი რაპალოს ხელშეკრულების თანახმად ავსტრიული სანაპიროს ანექსია მოახდინა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღნიშნული ტერიტორია იტალიამ (დასავლეთი), სლოვენიამ (ჩრდილოეთი) და ხორვატიამ (სამხრეთი) გაიყვეს.
ტერიტორია და მოსახლეობა
რედაქტირებატერიტორია:
* გორიცა და გრადიშკა: 2918 კმ2
* ისტრია: 4956 კმ2
* ტრიესტი: 95 კმ2
მოსახლეობა (1910 წლის მიხედვით):
* გორიცა და გრადიშკა: 260,721 - 89.3 ადამიანი/კმ2
* ისტრია: 403,566 - 81.4 ადამიანი/კმ2
* ტრიესტი: 230,000 - 2414.8 ადამიანი/კმ2
ლინგვისტური შემადგენლობა
რედაქტირება1910 წლის ბოლო ავსტრიული აღწერის მიხედვით, ავსტრიული სანაპირო შედგებოდა შემდეგი ენობრივი თემებებისაგან:
სულ:
* იტალიური: 356,676 (მათ შორის 60,000-75,000 ფრიულიურ ენაზე მოლაპარაკეებს) (40%)
* სლოვენური: 276,398 (31%)
* ხორვატული: 172,784 (19%)
* გერმანული: 29,077 (3%)
* სხვა ენები ან უცნობი: 59,347(7 %)
გორიცა და გრადიშკა:
* სლოვენური: 154,564 (58%)
* იტალიური: 90,119 (მათ შორის 60,000-75,000 ფრიულიურ ენაზე მოლაპარაკეებს) (36%)
* გერმანული: 4,486 (2%)
ტრიესტი:
* იტალიური: 118.957 (51.85%)
* სლოვენური: 56.845 (24.78%)
* გერმანული: 11.856 (5.17%)
* ხორვატული: 2.403 (1.05%)
* სხვა: 779 (0.34%)
* არა-ავსტრიელი მოქალაქეები, მათ შორი 75% იტალიიდან: 38.597 (16.82%)
ისტრია:
* ხორვატული: 168,184 (43.5%)
* იტალიური: 147,417 (38.1%)
* სლოვენური: 55,134 (14.3%)
* გერმანული: 12,735 (3.3%)
ავსტირული აღწერები არ ითვლიდა ეთნიკურ ჯგუფებს და არამშობლიურ ენებს, თუმცა ითვლიდა ყოველდღიურად გამოყენებად ენებს. 1880 წლიდან იტალიური და ფრიულიური ენები ითვლებოდა ერთ კატეგორიაში, იტალიურში. ფრიულიურ ენაზე მოსაუბრეთა რაოდენობა შეიძლება ექსტრაპოლირებულ იქნეს იტალიის 1921 წლის აღწერიდან. ავსტრიულ სანაპიროს ჰქონდა უცხოელ მაცხოვრებელთა დიდი რიცხვი (რაოდენობა) (დაახლოებით 71,000 ან მთელი მოსახლეობის 7.9%), რომელთა უმრავლესობაც ქალაქ ტრიესტში ცხოვრობდა. უცხოელთა უმრავლესობას იტალიის სამეფოს მოქალაქეები შეადგენდნენ, მათ შემდეგ მოდიოდნენ უნგრეთის სამეფოსა და გერმანული რაიხის მოქალაქეები.