ავსტრიის გეოგრაფია
ავსტრია არის პატარა, ძირითადად მთიანი ქვეყანა. გეოგრაფიულად მდებარეობს ცენტრალურ ევროპაში. მისი საერთო ფართობია 83 859 კმ², რაც დაახლოებით ორჯერ მეტია შვეიცარიის ფართობზე. ავსტრიას არ აქვს გასასვლელი ზღვაზე. ნაციონალური საზღვარი შვეიცარიასთან შეადგენს 164 კმ, ლიხტენშტაინთან - 35 კმ, გერმანიასთან - 784 კმ, ჩეხეთთან - 362 კმ, სლოვაკეთთან - 91 კმ, უნგრეთთან - 346 კმ, სლოვენიასთან - 311 კმ, იტალიასთან - 430, სულ - 2563 კმ.
ქვეყნის დასავლეთი ნაწილი წარმოადგენს ვიწრო კორიდორს გერმანიასა და იტალიას შორის. დანარჩენი ნაწილი მდებარეობს დასავლეთით. მაქსიმალური სიგანე - 280 კმ, სიგრძე - 600 კმ.
ავსტრია დაყოფილია 9 პროვინციად, ფედერალურ მხარედ. ამათგან შვიდი ისტორიული კუთხეა; ესენია: ზემო ავსტრია, ქვემო ავსტრია, შტირია, კარინტია, ზალცბურგი, ტიროლი და ფორარლბერგი. ბურგენლანდისა და ვენის ფედერალური მხარეები კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა.
რელიეფი
რედაქტირებაგეოგრაფიული კოორდინატები: 47°20′ ჩ. გ. 13°20′ ა. გ. / 47.333° ჩ. გ. 13.333° ა. გ.
ავსტრია მისი რელიეფის მიხედვით შეიძლება დაიყოს სამ გეოგრაფიულ რეგიონად. ტერიტორიის თითქმის 70 % უკავია ალპების შედარებით ახალგაზრდა მთებს, ხოლო აღმოსავლეთით პანონის დაბლობს. დუნაიდან ჩრდილოეთით კი მდებარეობს ბემერვალდი.
მდინარე დუნაი
რედაქტირებადუნაი მოედინება გერმანიიდან, კვეთს მთელს ავსტრიას და ჩაედინება შავ ზღვაში. დუნაი არის ერთადერთი ევროპული დიდი მდინარე, რომელიც აღმოსავლეთისაკენ მიედინება. ავსტრიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი სატრანსპორტო ფუნქცია. 1992 წელს გერმანიაში, ბავარიის მხარეში, დასრულდა რაინი-მაინი-დუნაის არხის მშენებლობა, რომელმაც ერთმანეთთან დააკავშირა რაინი და დუნაი და შესაძლებელი გახადა ტრანსპორტირება ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე. ავსტრიაში დუნაის დიდი შენაკადებია ინი (ტიროლი), ზალცახი (ზალცბურგი) და ენსი (შტირი). ასევე გაილი და დრაუ კარინტიაში, მიურცი და მური - შტირში.
ალპები
რედაქტირებაალპების მთები ავსტრიაში გაყოფილია სამ ნაწილად: ჩრდილოეთის ქედი, ცენტრალური ალპები და სამხრეთის ქედი. ცენტრალური ალპები, რომლებიც გრანიტისაგან შედგება, არის ყველაზე მაღალი ნაწილი ავსტრიის ალპებისა. ისინი იწყება ტიროლიდან, გადის შტირიასა და ქვემო ავსტრიაში. შეიცავს რამდენიმე მყინვარსაც. ჩრდილოეთის ქედი იწყება ფორარლბერგიდან, შეიცავს ტიროლს და გადის ზალცბურგში გერმანიის საზღვარზე. გაივლის ქვემო და ზემო ავსტრიას ვენის მიმართულებით. სამხრეთის ქედი ძირითადად დოლომიტებისაგან შედგება. ყველაზე მაღალი მწვერვალია გროსგლოკენი (3797 მეტრი). სიმაღლე კლებულობს ჩრდილოეთითა და სამხრეთით.
ბოჰემური ტყე (მთიანი მასივი)
რედაქტირებამდინარე დუნაიდან ჩრდილოეთით მდებარეობს გრანიტის მთიანი მასივი, ბოჰემური ტყე, რომელიც ავსტრიის ტერიტორიის 10 %-ს მოიცავს. ეს რეგიონი გამოირჩევა მკაცრი კლიმატით.
კლიმატი
რედაქტირებაალპები არის ევროპის წყალგამყოფი, სამი ძირითადი კლიმატისათვის, რომლებიც გავლენას ახდენს ავსტრიის ჰავაზეც. 1. ატლანტიის ოკეანის კლიმატი, რომელიც მოდის ჩრდილო დასავლეთიდან, ხასიათდება დაბალი წნევით, გოლფსტრიმის მსუბუქი ჰაერითა და ნალექებით. იგი ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ალპების ჩრდილო ფერდობსა და დუნაის დაბლობზე. 2. კონტინენტური კლიმატი, ხასიათდება დაბალი წნევითა და ნალექებით - ზაფხულში, მაღალი წნევითა და მშრალი ჰაერით - ზამთარში. იგი ძირითადად აღმოსავლეთ ავსტრიის კლიმატზე მოქმებეს. 3. ხმელთაშუა ზღვის კლიმატი, რომელიც სამხრეთიდან მოდის, ხასიათდება კარგი ამინდით. გავლენას ახდენს ალპების სამხრეთ ფერდობზე. მისი ერთ-ერთი თვისებაა თბილი ჰაერი, რომელიც წარმოიშვება აფრიკაში, საჰარას უდაბნოში და გადაადგილდება ჩრდილოეთისაკენ. ტემპერატურა აღწევს 10 °C-მდე. მოსახლეობაში ეს იწვევს თავის ტკივილებს, გაღიზიანებასა და სისხლის მიმოქცევის პრობლემებს. ზამთრის პერიოდში ტემპერატურის სწრაფი დათბობა იწვევს თოვლის დნობასა და ზვავებს. ატლანტიის კლიმატი ხელს უწყობს თოვლის მოსვლას, ხოლო კონტინენტური - მის შენახვას.
ეკოლოგიური პრობლემები
რედაქტირებაავსტრიის ერთ-ერთ ეკოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს ჰაერის დანაგვიანება. ავსტრიაზე გადის სატრანზიტო მაგისტრალი. მაგალითად, ბრენერის უღელტეხილზე გამავალ მაგისტრალზე მანქანების მოძრაობა 1970 წლიდან დღემდე 600 000-დან 1 000 000-მდე გაიზარდა. ამ მაგისტრალზე ძირითადად მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტი მოძრაობს, რომელთა გამონაბოლქვიც აბინძურებს ჰაერს. ავსტრია აწარმოებს მოლაპარაკებას ევროკავშირთან ტრანზიტული გადაზიდვების შემცირების შესახებ. მუშაობენ გვირაბის გაყვანის საკითხზეც.
ჰაერის დაბინძურების შედეგად ავსტრიის ტყეების 37 % დაზიანდა მჟავური წვიმებით. ტყეების განადგურება იწვევს ზვავებსა და მეწყრებს. 1978 წლის რეფერენდუმმა დახურა ახლად აშენებული ატომური ელექტრო სადგური და უპირატესობა ჰესებს მიენიჭა.
ფართობი
რედაქტირება- სულ - 83 871 კმ²
- ხმელეთი - 82 738 კმ²
- წყალი - კმ²
კონტრასტული წერტილები
რედაქტირება- ყველაზე მაღალი წერტილი - გროსგლოკნერი, 3798 მ. 47°04′30″ ჩ. გ. 12°41′40″ ა. გ. / 47.07500° ჩ. გ. 12.69444° ა. გ.
- ყველაზე დაბალი წერტილი - ჰედვიგჰოფი, 114 მ. 47°52′ ჩ. გ. 16°45′ ა. გ. / 47.867° ჩ. გ. 16.750° ა. გ.
უკიდურესი წერტილები
რედაქტირება- აღმოსავლეთით - რაინი, ბენგსის მახლობლად. 47°16′16″ ჩ. გ. 9°31′51″ ა. გ. / 47.27111° ჩ. გ. 9.53083° ა. გ.
- დასავლეთით - დოიჩ იარნდორფი, ბურგენლანდი. 48°00′24″ ჩ. გ. 17°09′38″ ა. გ. / 48.00667° ჩ. გ. 17.16056° ა. გ.
- ჩრდილოეთით - ჰაუგშლაგი. 48°59′51″ ჩ. გ. 15°03′32″ ა. გ. / 48.99750° ჩ. გ. 15.05889° ა. გ.
- სამხრეთით - ბად ვალახი. 46°25′37″ ჩ. გ. 14°32′58″ ა. გ. / 46.42694° ჩ. გ. 14.54944° ა. გ.
ცენტრი
რედაქტირებაავსტრიის პორტალი – დაათვალიერეთ სტატიები ავსტრიის შესახებ. |