ზალცახი (გერმ. Salzach) — მდინარე ავსტრიასა და გერმანიაში. სიგრძე 225 კმ, აუზის ფართობი 6,700 კმ². მდინარე ინის მთავარი შენაკადი. სათავე აქვს კიცბიუელის ალპებზე, ზღვის დონიდან 2300 მ სიმაღლეზე. ზემო დინებაში შვარცახამდე აღმოსავლეთისაკენ მიედინება, შემდეგ იღებს ჩრდილოეთურ მიმართულებას და გაივლის ქალაქებს ჰალაინსა და ზალცბურგს. 70 კმ მანძილზე ქმნის ბუნებრივ საზღვარს ავსტრიასა და გერმანიას შორის. მდინარის აუზშია წყალვარდნილების კასკადი კრიმლი (სიმაღლე 380 მ).

ზალცახი

ზალცახი ზალცბურგში
ქვეყანა ავსტრიის დროშა ავსტრია
გერმანიის დროშა გერმანია
ქალაქები ჰალაინი
ზალცბურგი
სათავე კიცბიუელის ალპები
47°18′00″ ჩ. გ. 12°06′56″ ა. გ. / 47.30000° ჩ. გ. 12.115750° ა. გ. / 47.30000; 12.115750
სიგრძე 225 კმ
აუზის ფართობი 6,700 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} ზალცახი ვიკისაწყობში

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება