დეციმუს მაგნუს ავსონიუსი[1] (ლათ. Decimius Magnus Ausonius; დ. 310, ბურდიგალა, ახლანდ. ბორდო — გ. დაახლ. 394) — რომაელი პოეტი. სიტყვიერებას ასწავლიდა ბუდრიგალაში, 365–375 წლებში იმყოფებოდა იმპერატორ ვალენტინიანე I-ის კარზე (ავგუსტა-ტრევერორუმში), იყო მისი მემკვიდრის — გრაციანეს აღმზრდელი, ტახტზე ამ უკანასკნელის ასვლის შემდეგ დაჯილდოვდა კონსულის თანამდებობით (379). ავსონიუსის ლექსები მცირე ჟანრებისა (ეპიგრამები, ეპიტაფიები, ელეგიები, ეპისტოლეები, მცირე ზომის აღწერილობითი პოემები) და ოსტატურად ციკლიზებულია (ნათესავების, ამხანაგების, ტროის ომის გმირების მოგონებანი, დღიური დროის გატარებისა და რომის იმპერიის ქალაქების აღწერა, სავარჯიშოები რთულ სალექსო ფორმებსა და თემებში და მისთ.). ავსონიუსის შემოქმედებას ავტობიოგრაფიული მოტივებისა და ყოფაცხოვრების წვრილმანების ანტიკური ლიტერატურისათვის უჩვეულო სიუხვე აქვს, ამიტომ XIX–XX საუკუნეების რომანტიკოსები და მოდერნისტები მას აფასებდნენ როგორც „ახალი დროის პირველ პოეტს“; განსაკუთრებით ცნობილია პოემა „მოზელა“, რომელიც მდ. მოზელზე მოგზაურობის შესახებაა.[2]

ავსონიუსი
ლათ. Decimus Magnus Ausonius
დაბადების თარიღი 310
დაბადების ადგილი ბორდუგალა (ახლანდ. ბორდო)
გარდაცვალების თარიღი დაახლ. 394
გარდაცვალების ადგილი ლანგონი
საქმიანობა პოეტი
ენა ლათინური
მოქალაქეობა რომის იმპერიის დროშა რომის იმპერია
Magnum opus Caesares, Mosella, On Hebrew names, Chronicle, On Hebrew and Athenian names of months, On usurpers და On pre-Roman kings
მეუღლე ატუსია ლუკანა საბინა
  1. ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1985. — გვ. 113.
  2. Гаспаров М. Л. Авсоний Децим Магн // Большая российская энциклопедия. т. 1. — М., 2005. — стр. 91.