ავთანდილ ციცქიშვილი
ავთანდილ ციცქიშვილი (დ. 1925, ქვიშხეთი — გ. 2012) — ქართველი მათემატიკოსი, მეცნიერი და პედაგოგი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1982), პროფესორი (1987).
ავთანდილ ციცქიშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1925 |
გარდ. თარიღი | 2012 |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | მათემატიკოსი და პედაგოგი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1957-2012 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე. პარალელურად, 1961 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის თეორიული მექანიკის, დიფერენციალური და ინტეგრალური განტოლებების კათედრებზე, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მათემატიკის კათედრაზე. 1985-2002 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეორიული მექანიკის კათედრის პროფესორი. სამეცნიერო მოღვაწეობის თემატიკაა ჰიდროდინამიკა — ფილტრაციის თეორია. ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლებები. კერძოწარმოებულიანი დიფერენცილური განტოლებები და ასოცირებული სასაზღვრი ამოცანები. ანალიზურ ფუნქციათა თეორია, კონფორმული ასახვები. მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულება შეეხება ჰიდრომექანიკის ამოცანების მოდელირების, კერძოდ, ფილტრაციის თეორიის ბრტყელი, სტაციონარული, არაწრფივი, ნაწილობრივ უცნობსაზღვრიანი ამოცანების ამოხსნის მეთოდების შექმნას. მან შექმნა ახალი მიმართულება და სამეცნიერო კვლევის ისეთი მეთოდები, რომელთა დახმარებით შესაძლებეილ გახდა ანალიზურ ფუნქციათა თეორიის მძლავრი მათემატიკური აპარატის გამოყენებით ისეთი კლასის ამოცანების ამოხსნა, რომელთა ამოხსნა მანამდე ვერ ხერხდებოდა. კერძოდ, ახალი მეთოდებით მან ამოხსნა ფილტრაციის ამოცანები, სხვადასხვა ფორმის მიწის კაშხალებისათვის და არხებისათვის, სადაც მოცემულია ამონახსნების აგების ზოგადი მათემატიკური მეთოდი, როდესაც სასრული რაოდენობის წვეროს მქონე წრიული მრავალკუთხედის კონფორმული გადასახვის აგება ხდება ნახევარ სიბრტყეზე. მისი შრომების მნიშვნელოვანი ნაწილის თემატიკაა შვარცის დიფერენციალური განტოლებების ზოგადი ამონახსნების აგების თეორია, წრიული მრავალკუთხედების კონფორმულად გადამსახავი ფუნქციებისათვის და მათი კავშირი ფილტრაციის და ჭავლური თეორიის ღერძსიმეტრიულ ამოცანებთან. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე, თბ., 2016, გვ. 296-297