ავთანდილ ჩალაძე

1935 Engineer.; born 15 February, 1935

ავთანდილ ჩალაძე (დ. 15 თებერვალი, 1935, თბილისი) — ქართველი ინჟინერ-მშენებელი.

ავთანდილ ჩალაძე
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 15 თებერვალი, 1935 (1935-02-15) (89 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
ნამუშევრები და მიღწევები
ჯილდოები ღირსების ორდენი; თბილისის საპატიო მოქალაქე; შრომითი დამსახურების მედალი, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ღირსების სიგელი; საპატიო წოდება – საქართველოს სსრ დამსახურებული ინჟინერი, “დამსახურებული მშენებელი”; „რუსეთის ფედერაციის დამსახურებული მეგზევე”; „სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის დამსახურებული მუშაკი“; „დამსახურებული ჰიდროენერგეტიკოსი“

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი მიმოსვლის გზათა ინჟინრის სპეციალობით.

1961–1970 წლებში იყო „საქჰიდროენერგომშენის“ ტრესტის ენგურჰესის საგზაო-სამშენებლო სამმართველოს უფროსი. 1970 წელს — თბილისი-აეროპორტის ავტოსტრადის მშენებლობის უფროსი. 1971–1974 წლებში — საგზაო-სამშენებლო სამმართველოს უფროსის მოადგილე. 1974–1978 წლებში — „იჟმშენის“ სამმართველოს, ხოლო 1978–1986 წლებში — ჟინვალჰესის მშენებლობის უფროსი. 1986 წლიდან კონცერნ ტრანსპორტის სამინისტროს სამშენებლო სამმართველო „კავგვირაბმშენის“ უფროსი. 1992–2001 წლებში – სააქციო საზოგადოება კონცერნი „საქგვირაბმშენის“ პრეზიდენტი. 2001–2008 წლებში — ღია სააქციო საზოგადოება „საქგვირაბმშენი-XXI“-ის გენერალური დირექტორი. 2003 წელს ღსს სკ „ალფა-პლიუსის“, 2008 წლიდან შპს სკ „მამისონის“ გენერალური დირექტორი.

მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათშორის: საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ღირსების სიგელი, რუსეთის ფედერაციის დამსახურებული მეგზევის სამკერდე ნიშანი (2004), სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის დამსახურებული მუშაკის (2005), საქართველოს დამსახურებული ჰიდროენერგეტიკოსისა (2007) და დამსახურებული მშენებლის (2007) წოდება, ღირსების ორდენი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება