კონცერნი
კონცერნი (ლათ. Concernere — „შერევა“) — სხვადასხვა დამოუკიდებელი სამრეწველო, საფინანსო და სავაჭრო საწარმოს გაერთიანება, რომლებიც, მართვის ფუნქციების გარკვეული ცენტრალიზაციის საფუძველზე, ეწევიან ერთობლივ საქმიანობას.
საქართველოს კანონმდებლობით, კონცერნი იქმნება იმ შემთხვევაში, თუ ერთი საწარმო სხვა საწარმოში მონაწილეობს ოცდახუთ პროცენტზე მეტი წილით. იმავდროულად, კონცერნი არ სარგებლობს იურიდიული პირის უფლებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზურაბიშვილი, დ., გობრონიძე გ., სამოქალაქო განათლების ლექსიკონი, საიას იურიდ. განათლ. ხელშეწყობის ფონდი, თბ., 2011. ISBN 978-9941-0-3354-4.