ავთანდილ ნიკოლეიშვილი

ავთანდილ ნიკოლეიშვილი (დ. 27 აგვისტო, 1948, სოფ. გორა, ვანის მუნიციპალიტეტი) — ქართველი ფილოლოგი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე, გელათის მეცნიერებათა აკადემიის დაარქივებული 2022-11-11 საიტზე Wayback Machine. , ნიუ-იორკის საერთაშორისო მეცნიერებათა აკადემიის, ლიტერატურათმცოდნეთა აკადემიისა და ფაზისის აკადემიის აკადემიკოსი. ავტორია 300-ზე მეტი წიგნისა და სამეცნიერო ჟურნალებსა და კრებულებში გამოქვეყნებული ნაშრომისა.

ბიოგრაფია რედაქტირება

ავთანდილ ნიკოლეიშვილი დაიბადა 1948 წლის 27 აგვისტოს ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაში. 1966 წელს იქვე ოქროს მედალზე დაასრულა სკოლა. 1966-1971 წლებში სწავლობდა და წარჩინებით დაასრულა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი (ამჟამინდელი ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ისტორია-ფილოლოგიის სპეციალობით. სტუდენტობის წლებში ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებასა და ახალგაზრდა მწერალთა წრეს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტთან არსებულ ლიტერატურათმცოდნეობის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე 1974 წელს დაიცვა საკანდიდატო, 1983 წელს კი სადოქტორო დისერტაციები.

1970 წლიდან მუშაობს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს იყო ლაბორანტი (19701974), მასწავლებელი (1974), უფროსი მასწავლებელი (1974-1978), დოცენტი (19781984), ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი (1990-1994), პრორექტორი სამეცნიერო დარგში (1994-1996). 1996-2005 წლებში იყო ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. 1984-დან დღემდე უჭირავს პროფესორის აკადემიური თანამდებობა. 1987-2011 წლებში ხელმძღვანელობდა ქართული ლიტერატურის დეპარტამენტს (კათედრას); 2011 წლიდან კი სათავეში უდგას ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტს. 2013-2019 წლებში იყო ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე. ამჟამად არის ამავე უნივერსიტეტთან არსებული ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის განყოფილების - უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა ისტორია და კულტურული მემკვიდრეობა - ხელმძღვანელი, ქართულ ლიტერატურაში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი, სამეცნიერო ჟურნალ „ქართველური მემკვიდრეობის“ (აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი) პასუხისმგებელი რედაქტორი, „გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის“ მთავარი რედაქტორი, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს კოორდიანტორი. ჰყავს დოქტორანტები. მისი ხელმძღვანელობით დაცულია საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები. ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ოთხი შვილიშვილი.

საზოგადოებრივი მოღვაწეობა რედაქტირება

სამეცნიერო და სამწერლო მოღვაწეობის გარდა, ავთანდილ ნიკოლეიშვილი აქტიურადაა ჩართული ქუთაისისა და ქვეყნის საზოგადოებრივ საქმიანობაში. კერძოდ, 1980 წლიდან არის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. ასევე არის საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობისა და იმერეთის განყოფილების პრეზიდიუმის წევრი, ქუთაისის პატივგების საქალაქო კომისიის წევრი, სხვადასხვა სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებათა სამეცნიერო საბჭოების წევრი. 2009 წლიდან არის საქართველო-ისრაელის მეგობრობის საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი, აგრეთვე ამავე საზოგადოების იმერეთის განყოფილების პრეზიდენტი და მისი ეგიდით გამომავალ ჟურნალ „ნოსტალგიის“ (ქუთაისი) რედაქტორ-გამომცემელი, სხვადასხვა სამეცნიერო და ლიტერატურულ გამოცემათა რედკოლეგიების წევრი. 2014 წლიდან იგი ასევე არის სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების იმერეთის განყოფილების პრეზიდენტი. წლების განმავლობაში იყო ქუთაისის სამეცნიერო ცენტრში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა განყოფილების ხელმძღვანელი და ამავე ცენტრის მთავარი მეცნიერ-მუშაკი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალის მთავარი რედაქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი და უახლესი ქართული ლიტერატურის კათედრის პროფესორი. არის ქუთაისის, ვანისა და ქალაქ კოლუმბიისა (მისურის შტატი, აშშ) საპატიო მოქალაქე.

ჯილდოები რედაქტირება

  • ჟურნალ „განთიადის“ პრემია (1978);
  • საქართველოს მწერალთა კავშირის იმერეთის განყოფილების პრემიები წლის საუკეთესო ნაშრომებისათვის (1984, 1988);
  • ქართულ-ევროპული ინსტიტუტის (პარიზი) ლიტერატურული პრემია მონოგრაფიებისთვის „ტიციან ტაბიძე (ცხოვრება და შემოქმედება)“ და „პაოლო იაშვილი (ცხოვრება და შემოქმედება)“ (1993);
  • საქართველოს მწერალთა კავშირის გერცელ ბააზოვის ლიტერატურული პრემია (1995);
  • საქართველოს მწერალთა კავშირის იმერეთის განყოფილების ნიკო ნიკოლაძის ლიტერატურული პრემია (1998);
  • ღირსების ორდენი (1998);
  • კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრის სერთიფიკატი „XXI საუკუნის 2000 საუკეთესო ინტელექტუალი“ (2003);
  • აკაკი წერეთლის ლიტერატურული პრემია (2011);
  • ილია ჭავჭავაძის ლიტერატურული პრემია (2013);
  • საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მადლობის სიგელი (2014);
  • იუნესკოს მიერ დაწესებულ მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ გადაცემული საპატიო სიგელი ფილოლოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის (2015);
  • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის სიგელი (2016);
  • სტამბოლის ქართული კულტურის ცენტრის სერთიფიკატი „ჩვენი კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის“ (2017);
  • ქართული კულტურის რაინდის წოდება საქართველოს მწერალთა კავშირისაგან (2018);
  • დავით გურამიშვილის პრემია საქართველოს რუსთაველის საზოგადოებისაგან (2018).

წიგნები რედაქტირება

  • ლექსები, თბ. 1975 წ.
  • გამოძახილი. კრიტიკული წერილების კრებული, ქუთაისი, 1978 წ.
  • ფიქრები თანამედროვე ქართულ ლირიკაზე, თბ. 1981 წ.
  • ნაკადები, ლიტერატურული წერილების კრებული, ქუთაისი, 1982 წ.
  • თვალთახედვა, ლიტერატურული წერილების კრებული, ქუთაისი, 1987 წ.
  • ლიტერატურული ეტიუდები, თბ. 1988 წ.
  • გაბრიელ ეპისკოპოსი, მონოგრაფია, თბ. 1990 წ.
  • ნიკო ლორთქიფანიძე, მონოგრაფია, ქუთაისი, 1992 წ.
  • გიორგი ლეონიძის ლირიკა, ქუთაისი, 1993 წ.
  • XX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის ნარკვევები, ტ. I, ქუთაისი, 1994 წ.
  • პაოლო იაშვილი – ცხოვრება და შემოქმედება. მონოგრაფია, ქუთაისი, 1995 წ.
  • დავით და გერცელ ბააზოვები, მონოგრაფია, ქუთაისი, 1995 წ.
  • XX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის ნარკვევები. ტ. II, ქუთაისი, 1997 წ.
  • ქართული ლიტერატურა, XI კლასის სახელმძღვანელო, ქუთაისი, პირველი გამოცემა 1999 წ; მეორე გამოცემა 2001 წ; მესამე გამოცემა 2002 წ; მეოთხე გამოცემა 2003 წ; მეხუთე გამოცემა 2004 წ; მეექვსე გამოცემა 2005 წ.
  • ეროვნული საკითხი სტალინის ნააზრევში, ქუთაისი, 2000 წ.
  • XX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის ნარკვევები, ტ. III, თბ. 2000 წ.
  • ჭაბუა ამირეჯიბი, ლიტერატურული ეტიუდი, ქუთაისი, 2001 წ.
  • XX ს-ის ქართული მწერლობა, ქუთაისი, 2002 წ.
  • ლიტერატურული ნარკვევები, ქუთაისი, 2002 წ.
  • გამწყრალი მუზა, ლექსები, ქუთაისი, 2002 წ.
  • ნარკვევები ქართველ ებრაელთა ლიტერატურულ-პუბლიცისტური მოღვაწეობის ისტორიიდან, I, ქუთაისი, 2003 წ.
  • XX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, ქუთაისი, 2003 წ.
  • ირანული შთაბეჭდილებები, ქუთაისი, 2003 წ.
  • საქართველო. ისტორია და თანამედროვეობა, ინგლისურ ენაზე, მისური-კოლუმბიის უნივერსიტეტის გამ–ბა, ქ. კოლუმბია, მისურის შტატი, აშშ, 2004 წ.
  • ქართველი მწერლები და აფხაზეთი, ქუთაისი, 2004 წ.
  • XX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის ნარკვევები, ტ. V, ქუთაისი, 2005 წ.
  • XX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის ნარკვევები, ტ. VI, თბ. 2005 წ.
  • ქართული ემიგრანტული მწერლობა, ქუთაისი, 2006 წ.
  • XX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორია. პროპედევტიკული კურსი, თბ. , 2006 წ. G
  • XX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის ნარკვევები, ტ. VII, თბ. 2007 წ.
  • ებრაული თემა ქართულ მწერლობაში, ქუთაისი, 2008 წ.
  • ნარკვევები ქართველ ებრაელთა ლიტერატურული და პუბლიცისტურ-ჟურნალისტური მოღვაწეობის ისტორიიდან, ტ. II, ქუთაისი, 2008 წ.
  • საბავშვო ვეფხისტყაოსანი, ქუთაისი, 2009 წ.
  • ქართული კულტურის კერა და ქართველები თურქეთში, ქუთაისი, 2009 წ.
  • ქართველოლოგიური ეტიუდები, ტ. I, ქუთაისი, 2010 წ.
  • თურქული დღიურები, ქუთაისი, 2010 წ.
  • დავით წერეთელი (სხვიტორელი), ქსუ, 2011 წ.
  • ოთარ ნიკოლეიშვილთან ერთად - ევროპელი ავტორები ქუთაისის შესახებ (XV-XIX საუკუნეები), ქსუ, 2012 წ.
  • ქართული ლიტერატურა ოთხ ტომად. ტ. III, მეოცე საუკუნე, ნაწილი პირველი. თბ. გამ-ბა “საქართველოს მაცნე,” 2013 წ.
  • ქართული ლიტერატურა ოთხ ტომად. ტ. IV, მეოცე საუკუნე, ნაწილი მეორე. თბ. გამ-ბა “საქართველოს მაცნე,” 2013 წ.
  • ბაქოს ქართული დიასპორის ისტორიიდან, ქსუ, 2013 წ.
  • უცხოეთში შექმნილი ქართული პოეზიის ანთოლოგია, გამოსაცემად მოამზადეს და სათანადო კომენტარები დაურთეს ავთანდილ ნიკოლეიშვილმა და ნესტან კუტივაძემ. ქუთაისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2014 წ. გვ. 3-499.
  • ქართველ მწერალთა ეროვნული მრწამსი, ორტომეული, ტ. I, 2014 წ. ქუთაისის საგამომცემლო ცენტრი, გვ. 3-571.
  • ქართველ მწერალთა ეროვნული მრწამსი, ორტომეული, ტ. II, 2014 წ. ქუთაისის საგამომცემლო ცენტრი, გვ. 3-575.
  • ქართველოლოგიური ეტიუდები, ტ. II, ქუთაისის საგამომცემლო ცენტრი, 2015 წ. გვ. 3-603.
  • ქართულენოვანი ზეპირსიტყვიერება და მწერლობა თურქეთში, ქუთაისი, 2015 წ. გვ. 3-424.
  • თურქეთის შავი ზღვისპირეთში - ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლებთან, ქუთაისი, 2016 წ.
  • ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობა თურქეთის უნივერსიტეტებში (ს.კუპრაშვილთან, ო.ნიშნიანიძესთან და გ.ქამუშაძესთნ ერთად), ქუთაისი, 2016 წ.
  • ეტიუდები მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურიდან (მუზაფერ ქირთან ერთად), (თურქულ ენაზე), თურქეთი, 2016 წ.
  • ლაზეთი. ისტორიულ-ლიტერატურული წიაღსვლები, თბილისი, 2016 წ.
  • XX საუკუნის ქართული მწერლობა. ლიტერატურული პორტრეტები, თბილისი, 2018 წ.
  • ქართველოლოგიური ეტიუდები, ტ. III, ქუთაისის საგამომცემლო ცენტრი, 2018 წ. გვ. 3-526.
  • ქართველოლოგიური ეტიუდები, ტ. IV, ქუთაისის საგამომცემლო ცენტრი, 2018 წ. გვ. 3-518.
  • ქართველოლოგიური ეტიუდები, ტ. V, ქუთაისის საგამომცემლო ცენტრი, 2019 წ. გვ. 3-546.
  • საქართველო უცხოელ მწერალთა ცხოვრებასა და შემოქმედებაში, თბილისი, 2022 წ. გვ. 3-360.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება