ავდოტია სმირნოვა
ავდოტია სმირნოვა (ცნობილია როგორც დუნია სმირნოვა; რუს. Авдотья Андреевна Смирнова; დ. 29 ივნისი, 1969, მოსკოვი) — რუსი სცენარისტი, კინორეჟისორი, ტელეწამყვანი, პუბლიცისტი.
ავდოტია სმირნოვა | |
---|---|
ავდოტია სმირნოვა 1988 წელს | |
მშობლიური სახელი | Смирнова, Авдотья Андреевна |
დაბადების სახელი | ავდოტია სმირნოვა |
დაბადების თარიღი |
29 ივნისი, 1969 მოსკოვი, რუსეთი |
სხვა სახელები | დუნია სმირნოვა |
ეროვნება | რუსი |
მოქალაქეობა |
სსრკ რუსეთი |
საქმიანობა |
სცენარისტი კინორეჟისორი ტელეწამყვანი პუბლიცისტი |
ცნობილი ნაშრომები | ძრახვის სკოლის სამზარეულო |
სიმაღლე | 167 |
წონა | 60 |
წოდება | (1992-იდან დღემდე) |
მეუღლე(ები) |
არკადი იპოლიტოვი ანატოლი ჩუბაისი |
შვილ(ებ)ი | დანილ იპოლიტოვი |
მშობლები |
მამა: ანდრეი სმირნოვი დედა: ნატალია რუდნაია |
ბიოგრაფია
რედაქტირებადუნია სმირნოვა დაიბადა 1969 წლის 29 ივნისს მოსკოვში[1] მსახიობ ნატალია რუდნაიას და რეჟისორ ანდრეი სმირნოვის ოჯახში[2]. მწერალ სერგეი სმირნოვის შვილიშვილი. ადრეული ასაკიდანვე მიიჩნევდა, რომ დუნიათი თავის გაცნობით შეეძლო არაკეთილსასურველი შთაბეჭდილების დატოვება, ამდენად, საკუთარი აღიარებით, იგი ზოგჯერ ხალხს კრისტინათი და ანჟელათი წარუდგება.[3]
კინემატოგრაფითა და პუბლიცისტიკით დაინტერესებულ ავდოტიას უნდოდა ჩაებარებინა სერგეი გერასიმოვის სახელობის კინემატოგრაფის საკავშირო ინსტიტუტის სასცენარო ფაკულტეტზე, თუმცა მამამისი ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო[4]. მან ჩააბარა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიურ ფაკულტეტზე, ხოლო შემდეგ გადავიდა თეატრალური ხელოვნების რუსეთის უნივერსიტეტის თეატრმცოდნეობის განყოფილებაზე[1], თუმცა არ დაუმთავრებია უმაღლესი[4][3][5].
1987–88 წლებში ავდოტია მუშაობდა რედაქტორად სერგეი სოლოვიოვის შემოქმედებით გაერთიანებაში „წრე“ მოსფილმის კინოსტუდიაში.[1] გამოდიოდა ანდერგრაუნდულ მუსიკალურ ჯგუფ „სულელებთან“ ერთად,[6][2] თანამშრომლობდა სამიზდატურ ჟურნალ „ურლაიტთან“.[6] 1989 წელს გადავიდა სანქტ-პეტერბურგში. იყო კულტურული საზოგადოების — „ა—ია“-ს არტ-მენეჯერი, ორგანიზება გაუწია თანამედროვე სახვითი ხელოვნების გამოფენას, შეადგინა ბანკ „პეტროვსკის“ ფერწერის კოლექცია.[1]
1995–96 წლებში იყო საგამომცემლო სახლის „კომერსანტის“ პეტერბურგის განყოფილების დირექტორი, მოგვიანებით — გამომშვები რედაქტორი[1][7]. 1997–98 წლებში მუშაობდა ჟურნალ „სტოლიცას“ მიმომხილველად.[1] სხვადასხვა წლებში გამოდიოდა მისი პუბლიკაციები ჟურნალებში „აფიშა“, „სეანსი“, „Vogue“, გაზეთებში „რუსული ტელეგრაფი“, „მოსკოვის ამბები“ და სხვა. 2007 წელს გამოვიდა კრებული „ყინვიდან“, რომელიც შეიცავს სტატიებსა და წიგნის რეცენზიებს, გამოქვეყნებულს ამ გაზეთებსა და ჟურნალებში 1997–2003 წლებში. 2012 წელს ავდოტია სმირნოვამ დააფუძნა ფონდი „გამოსასვლელი“, რომელიც რუსეთში ეხმარება აუტიზმის მქონე ადამიანებს.[8]
კინემატოგრაფიული კარიერა
რედაქტირებასცენარისტი
რედაქტირება1989 წელს სანქტ-პეტერბურგში გადასვლის შემდეგ, ავდოტია სმირნოვა მუშაობდა ტელევიზიაში, აკეთებდა საკუთარ, წარუმატებელ პროგრამას.[9] გაიცნო რეჟისორი ალექსეი უჩიტელი, რომელიც იმ დროს მუშაობდა დოკუმენტური ფილმების ლენინგრადის სტუდიაში. მასთან თანაავტორობით დაიწერა სცენარი დოკუმენტური ფილმისთვის „უკანასკნელი გმირი“ (1992), რომელიც მიეძღვნა ვიქტორ ცოის ხსოვნას.[8] 1993 წელს ალექსეი უჩიტელთან ერთად გადაღებულ იქნა კიდევ ერთი დოკუმენტური სურათი, „ბატერფლაი“, თეატრალური რეჟისორის რომან ვიქტიუკის შესახებ.[10] მომდევნო სცენარი, „წითელი ჟიზელი“, ჩაფიქრებული იყო დოკუმენტური ფილმისთვის — ბალერინის ოლგა სპესივცევას შესახებ. იგეგმებოდა მასთან ინტერვიუს ჩაწერა, თუმცა ვერ მოასწრეს, ბალერინა 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. თანაავტორებმა გადაწყვიტეს პირველი ფილმის გადაღება „ჟიზელის მანია“,[11][12]. რომლის გადაღება 1995 წელს დამთავრდა.
ჯერ კიდევ „ჟიზელის მანია“-ს გადაღებებისას დუნია სმირნოვას გაუჩნდა იდეა გადაეღო ფილმი ივანე ბუნინის უკანასკნელი სიყვარულის შესახებ. ბუნინით მთელი ცხოვრება მოხიბლული იყო ავდოტიას მამა ანდრეი სმირნოვი.[13] და, როგორც გამოტყდა ლიუბოვ არკუსთან ინტერვიუში[11], მამამისის პორტრეტულმა მსგავსებამ მწერალთან ითამაშა გადამწყვეტი როლი სცენარის „ქალის სახელი“ დაწერისათვის, რომლის მიხედვით მოგვიანებით ალექსეი უჩიტელმა გადაიღო ფილმი „მისი ცოლის დღიური“ (2000), რომელშიც მთავარი როლი ანდრეი სმირნოვმა შეასრულა.[1]. ამ სცენარისათვის 1997 წელს დუნია სმირნოვამ მიიღო პრიზი „The Hartley-Merrill International Screening Competition“.[14] 2000 წელს გამოსული ფილმი, აღინიშნა კინოფესტივალ „კინოტავრის“ გრან-პრითა და პრემიით „ნიკა“ საუკეთესო ფილმისთვის. ფილმმა გამოიწვია კინოკრიტიკოსთა ორაზროვანი რეაქცია.[15][13]
დუნია სმირნოვამ მონაწილეობა მიიღო რეჟისორ გრიგორი კონსტანტინოპოლსკის ფილმ „8 ½ $“-ის (1999) სცენარის დაწერაში. ფილმმა მიიღო პრემია „ოქროს ვერძი“ საუკეთესო სარეჟისორო დებიუტისთვის.[16]
2003 წელს გაგრძელდა თანამშრომლობა რეჟისორ ალექსეი უჩიტელთან, გადაღებულ იქნა ფილმი „გასეირნება“, რომელიც ვიბორგში დაჯილდოვდა კინოფესტივალ „ფანჯარა ევროპაში“ მთავარი პრიზით.[17] და ნომინირებული იყო პრემიაზე „ოქროს არწივი“ წლის საუკეთესო ფილმისთვის. დუნია სმირნოვა ნომინირებული იყო „ნიკას“ და „ოქროს არწივის“ პრემიაზე საუკეთესო სცენარისთვის.
რეჟისორი
რედაქტირება2006 წელს შედგა დუნია სმირნოვას სარეჟისორო დებიუტი, დადგა რა ფილმი „კავშირი“. სცენარი „წელიწადის დროები“, რომლის მიხედვით გადაიღეს ფილმი, განკუთვნილი იყო ალექსეი უჩიტელისათვის,[18] თუმცა რეჟისორი შეუდგა ფილმ „კოსმოსი როგორც წინათგრძნობა“ გადაღებებს და ავდოტიას შესთავაზა თავად გამხდარიყო რეჟისორი.[5] ფილმმა მიიღო „კინოტავრის“ პრიზი საუკეთესო დებიუტისთვის.[19].
2008 წელს გამოვიდა ივანე ტურგენევის რომანის — „მამებისა და შვილების“ ოთხსერიიანი ეკრანიზაცია. სმირნოვას აზრით, ეს ყველაზე უფრო გაუგებარი რუსული რომანია, — „ქმნილება სიყვარულსა და ცხოვრებაზე, და არა ნიჰილიზმსა და გაკვეთილ ბაყაყებზე“.[20] სცენარის თანაავტორი ალექსანდრე ადაბაშიანი გამოტყდა, რომ, ის გაკვირვებული იყო, როდესაც დუნია სმირნოვამ მას შესთავაზა ტურგენევის ამ რომანის სცენარზე მუშაობა.
ტელევიზია
რედაქტირება2002–2014 წლებში ტატიანა ტოლსტაიასთან ერთად მიჰყავდა ტოკ-შოუ „ძრახვის სკოლა“ არხზე „კულტურა“ (2004 წლიდან NTV)[1]. 2003 წელს გადაცემამ მიიღო TEFI როგორც საუკეთესო ტოკ-შოუმ.[21] 2004 წელს წამყვანებმა გამოუშვეს წიგნი «„ძრახვის სკოლის“ სამზარეულო»[8]
2008 წელს იყო შოუ „STS სუპერვარსკვლავს ანთებს“ ჟიურის წევრი STS-ზე.[6].
პირადი ცხოვრება
რედაქტირება1989 წელს ცოლად გაჰყვა პეტერბურგელ ხელოვნებათმცოდნეს არკადი იპოლიტოვს. ცოლ-ქმარი ერთმანეთს 1996 წელს გაშორდა.[3] შვილი — დანილა (დ. 1990), სწავლობდა საფეხბურთო სკოლა „ზენიტში“, მსოფლიოს ჩემპიონი პლაჟის ფეხბურთში რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში, მეკარე.[22] 2015 წელს დაასრულა სპორტული კარიერა.[23] დაამთავრა კინოსა და ტელევიზიის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სერგეი სელიანოვის საპროდიუსერო სახელოსნო).[24] იყო ჯგუფ „ლენინგრადის“ კლიპის „დაკრძალვა“-ს პროდიუსერი, რეჟისორი — ავდოტია სმირნოვა. 2012 წელს ავდოტია სმირნოვა ცოლად გაჰყვა ანატოლი ჩუბაისს.[25]
ფილმოგრაფია
რედაქტირება- უკანასკნელი გმირი (Последний герой, 1992, დოკუმენტური ფილმი, როგორც სცენარისტი)
- ბატერფლაი (Баттерфляй, 1993, დოკუმენტური ფილმი, როგორც სცენარისტი)
- ჟიზელის მანია (Мания Жизели, 1995, როგორც სცენარისტი)
- 8 1/2 $ (1999, როგორც სცენარისტი)
- მისი ცოლის დღიური (Дневник его жены, 2000, როგორც სცენარისტი)
- გასეირნება (Прогулка, 2003, როგორც სცენარისტი)
- კავშირი (Связь, 2006, როგორც სცენარისტი)
- პეწი (Глянец, 2007, როგორც სცენარისტი)
- მამები და შვილები (Отцы и дети, 2008, სერიალი, როგორც სცენარისტი და რეჟისორი)
- 9 მაისი. პირადი ურთიერთობა (9 мая. Личное отношение, 2008, როგორც სცენარისტი და რეჟისორი)
- ჩერჩილი (Черчилль, 2010, სერიალი, როგორც რეჟისორი)
- ორი დღე (Два дня, 2011, როგორც სცენარისტი და რეჟისორი)
- კოკოკო (Кококо, 2012, როგორც სცენარისტი და რეჟისორი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 ავდოტია სმირნოვა.
- ↑ 2.0 2.1 Энциклопедия сайта «Вокруг ТВ».
- ↑ 3.0 3.1 3.2 Дуня Смирнова биография, фото - узнай всё!.
- ↑ 4.0 4.1 Андрей и Дуня Смирновы: Отцы и дети. Дочки‒матери, Искусство кино, 2000, № 10.
- ↑ 5.0 5.1 Авдотья Смирнова. Радио «Эхо Москвы» (4 марта 2013). ციტირების თარიღი: 2015-09-01.
- ↑ 6.0 6.1 6.2 დუნია სმირნოვა.
- ↑ დუნია სმირნოვა, Афиша.
- ↑ 8.0 8.1 8.2 Биография Авдотьи Смирновой. РИА Новости (29 июня 2014). ციტირების თარიღი: 2015-08-29.
- ↑ С мороза 2007.
- ↑ Премьера фильма "Баттерфляй" состоится в апреле, Коммерсантъ, 1993.
- ↑ 11.0 11.1 Связь и другие сценарии 2006.
- ↑ Неигровое кино — ресурс игрового. Круглый стол «ИК», Искусство кино, 2008, № 10.
- ↑ 13.0 13.1 ირინა ლიუბარსკაია, Взрывоопасное сближение мании и дневника, Искусство кино, 2000, № 11.
- ↑ Hartley-Merrill. Scriptpro.pl. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2015-08-29.
- ↑ ირინა ლიუბარსკაია, ელენა სტიშოვა, ნატალია სიროვლია, Жанр начинает и выигрывает, Искусство кино, 2000, № 11.
- ↑ 1999. Сайт гильдии киноведов и кинокритиков. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-30.
- ↑ Трое идут по Невскому. Главный приз кинофестиваля "Окно в Европу" получил фильм "Прогулка" Алексея Учителя, Российская газета, 2003.
- ↑ Авдотья Смирнова. (22 августа 2011) Режиссёр против сценариста. Сеанс. ციტირების თარიღი: 2015-09-01.
- ↑ Определен победитель "Кинотавра-2006". Коммерсантъ (12 июня 2006). ციტირების თარიღი: 2015-08-29.
- ↑ «Отцы и дети»:с газировкой – на бал!. Tvcenter.ru (3 января 2008). ციტირების თარიღი: 2015-09-3.
- ↑ В ГЦКЗ "Россия" прошло вручение телепремии "ТЭФИ-2003". NEWSru.com (26 сентября 2003). ციტირების თარიღი: 2015-08-30.
- ↑ Данила Ипполитов: Хочу снять фильм о пляжном футболе, Вечерняя Москва, 2012.
- ↑ Российский чемпион мира по пляжному футболу завершил карьеру ради кино
- ↑ Анна Петрова, Данила Ипполитов: «Пляжный футбол начинался как хобби», Sobaka.ru, 2014.
- ↑ Вести.ру — Чубайс женился на известной телеведущей