ანატოლი ჩუბაისი
ანატოლი ჩუბაისი (რუს. Анато́лий Бори́сович Чуба́йс; დ. 16 ივნისი, 1955, ბორისოვი, მინსკის ოლქი, ბელარუსის სსრ, სსრკ) — საბჭოთა და რუსი პოლიტიკოსი, ეკონომისტი. „ნანოტექნოლოგიების რუსული კორპორაციის“ გენერალური დირექტორი 2008 წლიდან. 2011 წლიდან „როსნანოს“ მართვის თავმჯდომარე.
1991 წლის ნოემბრიდან, მცირე შესვენებებით, იკავებდა სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობებს რუსეთის მთავრობასა და სხვადასხვა სახელმწიფო კომპანიებში.
რუსეთში 1990-იან წლებში ჩატარებული ეკონომიკური რეფორმების ერთ-ერთი იდეოლოგი და ხელმძღვანელი, 2000-იანი წლების ელექტროენერგიული სისტემის რეფორმის ერთ-ერთი ავტორი.
განათლება და სამეცნიერო ხარისხები
რედაქტირებაპირველ კლასში წავიდა 1961 წელს, ოდესაში, ხოლო ლვოვში, სადაც მისი ოჯახი 1962 წელს გადავიდა.[1] ლენინგრადში (დღევანდელი სანქტ-პეტერბურგი) დაამთავრა კრასნოგვარდეისკის რაიონის 188-ე სკოლა. თავისივე თქმით, „ეზიზღებოდა თავისი სკოლა“, რომელიც გამორჩეული იყო „სამხედრო-პატრიოტული აღზრდით“, თუმცა, ამავე დროს, მან შეინარჩუნა ღრმა მადლიერება ბევრი მასწავლებლის მიმართ.[2]
1977 წელს დაამთავრა ლენინგრადის პალმირო ტოლიატის სახელობის ინჟინერულ-ეკონომიკური ინსტიტუტი, მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, სპეციალობით „ეკონომიკა და მანქანათმშენებლური წარმოების ორგანიზაცია“.[3] 1977-1982 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის ინჟინერი და ასისტენტი. 1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1982-1990 წლებში იყო ლენინგრადის პალმირო ტოლიატის სახელობის ინჟინერულ-ეკონომიკური ინსტიტუტის დოცენტი.
2002 წელს დაამთავრა მოსკოვის ენერგეტიკული უნივერსიტეტის სპეციალისტების და მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების ფაკულტეტი „თანამედროვე ენერგეტიკის პრობლემების“ მიმართულებით. საბოლოო ნამუშევარი იყო „რუსეთის ჰიდროენერგეტიკის განვითარების პერსპექტივები“.[4]
პოლიტიკური მოღვაწეობა
რედაქტირება1991 წლის 10 ნოემბერს დაინიშნა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კუთვნილების მართვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ.[5]
1992 წლის 1 ივნისს დაინიშნა რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილედ ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებში.[6]
1994 წლის ნოემბერში დაინიშნა რუსეთის ფედერაციის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კუთვნილების მართვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ.[7]
ეგორ გაიდარი იხსენებდა, რომ 1991 წლის შემოდგომაზე, მომავალ მთავრობაში ხალხის შერჩევისას, მან შესთავაზა ჩუბაისს სათავეში ჩასდგომოდა სახელმწიფო ქონების კომიტეტს, ანუ „თავის თავზე აეღო პრივატიზაციის პროგრამის შედგენა და რეალიზაცია... ტოლიამ ამოისუნთქა და მკითხა, მესმოდა თუ არა, რომ ის გახდებოდა ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრება რუსეთის გაყიდვას დაადანაშაულებენ“.[8]
კანონი „რსფსრ-ს სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების პრივატიზაციის“ შესახებ, რომელიც რსფსრ-ს უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 3 ივლისს მიიღო, ითვალისწინდება რუსეთის სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების მოქალაქეთათვის უსასყიდლოდ გადაცემას; სახელმწიფოს უნდა შეექმნა მათი პრივატიზაციული ანაბრების შექმნას სბერბანკში.[9] პრივატიზაციის შესრულება 1991 ვერ მოხერხდა: 1992 წლის 1 იანვრისთვის პრივატიზირებული იყო 107 მაღაზია, 58 სასადილო და საყოფაცხოვრებო მომსახურების 56 დაწესებულება.[10] ამასთან ერთად, სახელმწიფო ძალაუფლების ნგრევის ფონზე, დაიწყო სტიქიური პრივატიზაცია: ქონებას ქირაობდნენ ფიქტიური ფირმები, შემდგომი გამოსყიდვის უფლებით საბაზროზე დაბალი ფასებით.[11]
კრიტიკა
რედაქტირებაჩუბაისი არის რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული მოღვაწე. 2006 წლის დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ჩუბაისს არ ენდობოდა გამოკითხულთა 77 პროცენტი.[12] 2000 წლის გამოკითხვაში აბსოლოტურმა უმრავლესობამ შეაფასა მისი მოქმედებები როგორც „რუსეთისთვის საზიანო“, „რეფორმებისთის დისკრედიტაციული“, „ქურდული“. ამასთან ერთად, გამოკითხულთა მცირე ნაწილმა აღნიშნა მისი დადებითი თვისებები: მუშაობის უნარი, კარგი ორგანიზაციული შესაძლებლობები, ენერგიულობა.[13] 1999 წლის აგვისტოში დასახელდა ერთ-ერთად იმ ადამიანთაგან, რომელთა პოლიტიკური და ეკონომიკური მოღვაწოება ყველაზე დიდ ზიანს აყენებდა რუსეთის ფედერაციას.[14] აღსანიშნავია, რომ ოფიცერმა ვლადიმირ კვაჩკოვმა, რომელმაც ჩუბაისის მკვლელობა სცადა, მოსკოვის 199-ე საარჩევნო ოლქში, სახელმწიფო დუმას არჩევნებში, 44 ათასი ხმა, ანუ ამომრჩეველთა ხმების 29 პროცენტი მიიღო.
2008 წლის ჩუბაისი კრიტიკულად შეაფასა ოპოზიციაში მყოფმა პოლიტიკოსმა, გარი კასპაროვმა. კასპაროვმა განაცხადა: „ლიბერალმა რეფორმატორებმა“ არ გააუმჯობესეს „პერესტროიკის“ მიღწევები, პირიქით, მათ ისინი დაასაფლავეს. „ერთრამეში ჩუბაისი ნამდვილად არ იტყუება — მას და მის მომხრეებს არ წაუგიათ ქვეყანა. ეს ქვეყანამ წააგო. 90-იანების ლიბერალებს არ უყვართ თავიანთი ხალხი, მათ მისი ეშინიათ“. კასპაროვის აზრით, 90-იანებში გადატანილი გაჭირვება უაზრო აღმოჩნდა.[15]
2013 წელს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პირდაპირი ეთერის დროს, პერმელმა ჟურნალისტმა, სერგეი მალენკომ ჰკითხვა პრეზიდენტს, დადგებოდა თუ არა ჩუბაისის პასუხისმგებლობის საკითხი მის მიერ ჩატარებული რეფორმების გამო.[16]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Личный сайт დაარქივებული 2012-01-27 საიტზე Portuguese Web ArchiveCategory:Webarchive template other archives
- Биография на личном сайте დაარქივებული 2009-02-16 საიტზე Wayback Machine.
- Анекдоты про Чубайса на его официальном сайте დაარქივებული 2019-03-28 საიტზე Wayback Machine.
- Сайт ОАО РАО «ЕЭС РОССИИ»
- Кресло Чубайса продано за 1,6 млн рублей
- Андрей Илларионов. Слово и дело. Беседа в редакции // «Континент», 2008, № 136
- Роснано публикует сведения о доходах и имуществе Генерального директора 01.04.2010 დაარქივებული 04.04.2010, საიტზე Wayback Machine.
- Сайт ОАО «Роснано»
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Фатех Вергасов. Анатолий Борисович Чубайтес - Чубайс. Псевдология. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-30. ციტირების თარიღი: 06.05.2012.
- ↑ Артем Ефимов. (2012) "Я ненавижу советскую власть". Lenta.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-11. ციტირების თარიღი: 06.05.2012.
- ↑ Колесников А. Анатолий Чубайс: биография. С. 39
- ↑ Биография — Личный сайт Анатолия Чубайса. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-28. ციტირების თარიღი: 2018-11-13.
- ↑ УКАЗ Президента РСФСР от 10.11.1991 N 188 «О ПРЕДСЕДАТЕЛЕ ГОСУДАРСТВЕННОГО КОМИТЕТА РСФСР ПО УПРАВЛЕНИЮ ГОСУДАРСТВЕННЫМ ИМУЩЕСТВОМ». დაარქივებულია ორიგინალიდან — 04.06.2016. ციტირების თარიღი: 13.11.2018.
- ↑ УКАЗ Президента РФ от 01.06.1992 N 536 «О ЗАМЕСТИТЕЛЕ ПРЕДСЕДАТЕЛЯ ПРАВИТЕЛЬСТВА РОССИЙСКОЙ ФЕДЕРАЦИИ». დაარქივებულია ორიგინალიდან — 04.06.2016. ციტირების თარიღი: 13.11.2018.
- ↑ УКАЗ Президента РФ от 23.12.1992 № 1585 «О ЗАМЕСТИТЕЛЕ ПРЕДСЕДАТЕЛЯ СОВЕТА МИНИСТРОВ — ПРАВИТЕЛЬСТВА РОССИЙСКОЙ ФЕДЕРАЦИИ, ПРЕДСЕДАТЕЛЕ ГОСУДАРСТВЕННОГО КОМИТЕТА РОССИЙСКОЙ ФЕДЕРАЦИИ ПО УПРАВЛЕНИЮ ГОСУДАРСТВЕННЫМ ИМУЩЕСТВОМ».. დაარქივებულია ორიგინალიდან — 04.06.2016. ციტირების თარიღი: 13.11.2018.
- ↑ Гайдар Е. Т. Дни поражений и побед. М.: Вагриус, 1996, С. 198
- ↑ ЗАКОН РСФСР от 03.07.91 № 1531-I «О ПРИВАТИЗАЦИИ ГОСУДАРСТВЕННЫХ И МУНИЦИПАЛЬНЫХ ПРЕДПРИЯТИЙ В РСФСР», Ст. 11.; Закон РСФСР от 03.07.1991 № 1529-1 «Об именных приватизационных счетах и вкладах в РСФСР»
- ↑ Гайдар Е. Дни поражений и побед. М.: Вагриус, 1996, С. 199.
- ↑ Приватизация по-российски, С. 29, 31.
- ↑ Недоверие россиян к Чубайсу вызвано отношениям к реформам — РАО ЕЭС // РИА Новости, 14 декабря 2006.
- ↑ Отношение к А. Чубайсу (22.11.2000, опрос населения). Фонд «Общественное мнение». Опрос населения в 56 населённых пунктах 29 областей, краёв и республик России. Интервью по месту жительства 18-19 ноября 2000 г. 1500 респондентов. Дополнительный опрос населения Москвы — 600 респондентов.
- ↑ Рейтинги олигархов. Телефонный опрос москвичей проводился 21-23 августа 1999 года исследовательским центром РОМИР по заказу Агентства политических новостей (АПН). Результаты были опубликованы на сайте АПН под заголовком «Березовский в 3,8 раза хуже Вяхирева».
- ↑ Под маской либерализма // gazeta.ru, 18.07.08
- ↑ Счетная палата проверила корпорацию «Роснано»: Чубайс согласен с критикой // НТВ.Ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-10. ციტირების თარიღი: 2013-05-01.