მამები და შვილები
მამები და შვილები (რუს. Отцы́ и дети) — ივანე ტურგენევის რომანი. ნაწარმოებში არისტოკრატიულ–მემამულურ ფენებს უპირისპირდებიან დემოკრატიული ძალების წარმომადგენლები. რუსეთის საზოგადოების ორივე ფენის განმასახიერებელ პიროვნებათა უარყოფითი ნიშნების ჩვენებითა და კრიტიკით ტურგენევმა მკითხველის ყურადღება გაამახვილა იმ დადებით თვისებებზე, რომლებიც, მისი აზრით, სასურველი იქნებოდა ჰქონოდა რუსეთის მოწინავე საზოგადოებრიობას.
„მამები და შვილები“ | |
---|---|
Отцы и дети | |
მეორე გამოცემის გარეკანი | |
ავტორი | ივანე ტურგენევი |
ქვეყანა | რუსეთი |
ენა | რუსული |
ჟანრი | რომანი |
გამომცემელი | The Russian Messenger |
გამოცემის თარიღი | 1862 |
წინამორბედი | On the Eve |
მომდევნო | Smoke |