ავადჰარის ქედი
ავადჰარა, აუადჰარა — ქედი საქართველოში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში. გაწოლილია მდინარე ავადჰარის მარცხენა ნაპირის გასწვრივ. წარმოადგენს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფის სამხრეთ განშტოებას. სიმაღლე ზღვის დონიდან 2000–2600 მ. აგებულია ლიასური თიხაფიქლებით. ქედის ფერდობები შემოსილია ნაძვნარ-სოჭნარ-წიფლნარით. ზემოთ სუბალპური ლიხი და მდელოებია.[1]
ავადჰარის ქედი | |
---|---|
კოორდინატები: 43°31′48″ ჩ. გ. 40°40′44″ ა. გ. / 43.530083° ჩ. გ. 40.679000° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | გუდაუთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2600 მ |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 58.