აეციუსი
(გადამისამართდა გვერდიდან აეტიუსი)
ფლავიუს აეტიუსი (ლათ. Flavius Aëtius; დ. 396 — გ. 454) — რომაელი მხედართმთავარი, პოლიტიკური მოღვაწე და დიპლომატი. სამგზის კონსული. მცირეწლოვან იმპერატორ ვალენტინიანე III-ის მეურვე. სიყმაწვილეში მძევლად ჰყავდა ვესტგუთების მეფეს ალარიხ I-ს და ამიტომ კარგად იცნობდა ბარბაროსთა ზნე-ჩვეულებებს. აეციუსმა შეძლო გალიაში დასახლებული გერმანული ტომების დამორჩილება და მათი წარმატებით გამოყენება დასავლეთ რომის იმპერიის ინტერესებისათვის. სარდლობდა რომაელთა და მათ მოკავშირეთა (ვესტგუთების, ფრანკების, ბურგუნდების) ლაშქარს ატილას წინააღმდეგ ბრძოლაში. 451 წელს კატალაუნის მინდვრებზე აეციუსმა მსოფლიო-ისტორიული მნიშვნელობის გამარჯვება მოიპოვა. მისი გავლენის ზრდით შეშინებულმა იმპერატორმა ვალენტინიანე III-მ აეციუსი საკუთარი ხელით მოკლა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 113.