ადრიანა რიჩი
ადრიანე სესილი რიჩი (დ. 16 მაისი, 1929 — გ. 27 მარტი, 2012) — ამერიკელი პოეტი, ესეისტი და ფემინისტი. მას XX საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალ პოეტს უწოდებდნენ. [29] [30] [31] ცნობილია ლესბოსელთა და ფემინისტთა შევიწროების პრობლემის პოეტურ და პოლიტიკურ ასპარეზზე გამოტანით. ბევრის აზრით იყო სოლიდარული და შემოქმედი პიროვნება, რომელმაც გავლენა უამრავი ქალის ცხოვრებაზე მოახდინა. [32]
მისი პოეზიის პირველი კოლექცია, „A Change of World“ შეარჩია ცნობილმა პოეტმა უისტენ ჰიუ ოდენმა იალეს ახალგაზრდა პოეტების სერიის ჯილდოსთვის. ოდენმა ამ უკვე გამოქვეყნებული კრებულის დასაწყისი ხელახლა დაწერა. რიჩიმ უარი თქვა აშშ-ს ხელოვნების ეროვნულ მედალზე.
ადრეული ცხოვრება და განათლება
რედაქტირებაადრიენენ რიჩი დაიბადა ბალტიმორში, მერილენდის შტატში და სამ დას შორის უფროსი იყო. მისი მამა, ცნობილი პათოლოგი არნოლდ რაის რიჩი, იყო ჯონს ჰოპკინსის სამედიცინო სკოლაში პათოლოგიის საბჭოს თავმჯდომარე. დედა, ჰელენ ელიზაბეტ (ჯონს) რიჩერი, [33] იყო პიანისტი და კომპოზიტორი. მამა წარმოშობით ებრაული ოჯახიდან იყო, [34] ხოლო დედა სამხრეთელი პროტესტანტი, [35] მაგრამ გოგონები ქრისტიანულად აღიზარდნენ. ადრიენ რიჩის ადრეულ პოეზიაზე გავლენა მოახდინა მამამისმა, რომელმაც ხელი შეუწყო მის კარგ მკითხველად ჩამოყალიბებას და მოუწოდა საკუთარი ლექსები დაეწერა. მისი ინტერესი ლიტერატურის მიმართ მამის ბიბლიოთეკაში გამოჩნდა, სადაც მან წაიკითხა ისეთი მწერლების ნამუშევრები, როგორებიც არიან: იბსენი, [36] მეთიუ არნოლდი, ბლეიკი, კეტსი, დანტე გაბრიელ როსეტი და ლორდ ალფრედ ტენისონი. ადრიენ რიჩი და მისი უმცროსი და შინ სწავლობდნენ, რასაც დედა უზრუნველყოფდა. ადრიენმა საჯარო სკოლაში სიარული მეოთხე კლასიდან დაიწყო. ლექსები „წყაროები“ და „სიბნელის შემდეგ“ ასახავს მის ურთიერთობას მამასთან და აღწერილია თუ როგორ მუშაობდა იგი მშობლების ამბიციების შესასრულებლად. [37]
ადრეული ცხოვრება
რედაქტირება1953 წელს რიჩი დაქორწინდა ალფრედ ჰასკელ კონრადზე, ჰარვარდის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორზე, რომელსაც იგი ჯერ კიდევ სტუდენტობის ასაკში შეხვდა. [38] ისინი დასახლდნენ კემბრიჯში, მასაჩუსეტსში და სამი ვაჟი შეეძინათ – დავითი (1955), პაბლო (1957) და იაკობი (1959). 1955 წელს მან გამოაქვეყნა თავისი პოემები მეორე კრებული, სახელწოდებით — „The Diamond Cutters“ (ბრილიანტის მჭრელები), რომლის გამოცემის სურვილი არ ჰქონდა. ამ წელს მან ასევე მიიღო რიჯლი ტორენსის მემორიალური ჯილდო ამერიკის პოეზიის საზოგადოებისგან. [39]
მოგვიანებით ცხოვრება: 1976–2012
რედაქტირება1976 წელს რიჩმა დაიწყო პარტნიორობა იამაიკელ ნოველისტსა და რედაქტორთან – მიშელ კლიფთან, მათი ეს ურთიერთობა გარდაცვალებამდე გაგრძელდა. 1977 წელს მან დაწერა ნაწარმოები – ოცდაერთი სასიყვარულო ლექსი, რომელიც შემდეგ წელს შეიტანეს „საერთო ენის ოცნებაში“ (1978). [40] თავის ანალიტიკურ ნაშრომში ადრიენ რიჩი: ცვლილების მომენტი, ლენგდელი წერს, რომ მისი შემოქმედებით რიჩმა გადალახა საზოგადოებაში ჩამოყალიბებული ბარიერები შეკრული ცხოვრებისა და დაამყარა „ახალი ურთიერთობა სამყაროსთან“. [41] ამ პერიოდის განმავლობაში რიჩმა ასევე დაწერა უამრავი საკვანძო სოციალურ-პოლიტიკური ესე, რომლების უმრავლესობაც სქესობრივი უმცირესობების პრობლემებს და მათი მოგვარების აუცილებლობას ეხებოდა. აგრეთვე, მან უდიდეს პრობლემად მიიჩნია გენდერული უთანასწორობა და მის მოსაგვარებლად აქტიურად წერა დაიწყო. [38]მისი რამდენიმე ესსე მომავალში ხელახლა გამოქვეყნდა წიგნში სიცრუე, საიდუმლოება და სიჩუმე: 1966–1978 წლების რჩეული პროზა, (1979).
ადრიანა რიჩი გარდაიცვალა 2012 წლის 27 მარტს, 82 წლის ასაკში, სანტა კრუზში, კალიფორნიაში. მისი ვაჟი პაბლო კონრადი იტყობინება, რომ მისი გარდაცვალება ხანგრძლივი რევმატოიდული ართრიტის შედეგი იყო. მისი ბოლო კრებული გამოქვეყნდა გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე. რიჩის დარჩა თავისი ვაჟები, ორი შვილიშვილი [42] და პარტნიორი მიშელ კლიფი.
ლიტერატურა
რედაქტირება- „The United States In Literature“, გვ. 603, ილ., 1985
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118744895 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 Discogs — 2000.
- ↑ 5.0 5.1 FemBio database
- ↑ 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 7.0 7.1 Babelio — 2007.
- ↑ 8.0 8.1 8.2 8.3 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 898.
- ↑ http://www.sfgate.com/cgi-bin/article.cgi?f=/c/a/2012/03/28/BA8B1NRILE.DTL
- ↑ http://www.sfgate.com/books/article/Adrienne-Rich-poet-of-disenfranchised-dies-3442377.php
- ↑ Poet Adrienne Rich, 82, has died
- ↑ Kaplan C. Rich, Adrienne (16 May 1929–27 March 2012) // American National Biography Online / S. Ware — [New York]: Oxford University Press, 2017. — ISSN 1470-6229 — doi:10.1093/ANB/9780198606697.ARTICLE.1603937
- ↑ http://www.huffingtonpost.com/2012/03/28/adrienne-rich-dies_n_1386586.html
- ↑ 16.0 16.1 http://www.nytimes.com/aponline/2010/04/07/us/AP-History.html
- ↑ http://muse.jhu.edu/journals/rmr/summary/v066/66.1.nichols.html
- ↑ Mainiero L., Faust L. L. American Women Writers: A Critical Reference Guide from Colonial Times to the Present — 1979.
- ↑ https://openlibrary.org/works/OL1881414W/Diving_into_the_wreck
- ↑ https://openlibrary.org/works/OL1881418W/On_lies_secrets_and_silence
- ↑ https://openlibrary.org/works/OL1881415W/The_dream_of_a_common_language
- ↑ http://www.gf.org/fellows/12193-adrienne-rich
- ↑ http://www.macfound.org/fellows/500/
- ↑ http://bollingen.yale.edu/poet/adrienne-rich
- ↑ https://www.nationalbook.org/books/diving-into-the-wreck-poems-1971-1972/
- ↑ https://poets.org/academy-american-poets/prizes/academy-american-poets-fellowship
- ↑ https://psa.fcny.org/psa/awards/frost_and_shelley/shelley_winners/
- ↑ https://www.nationalbook.org/programs/dcal/#tab-2
- ↑ Nelson, Cary, editor. Anthology of Modern American Poetry. Oxford University Press. 2000.
- ↑ „Poet Adrienne Rich, 82, has died“.
- ↑ Flood, Alison. „Adrienne Rich, award-winning poet and essayist, dies“.
- ↑ Gerstner, David A. (2006). Routledge International Encyclopedia of Queer Culture. New York: Routledge Taylor and Francis Group, გვ. 484. ISBN 0-415-30651-5.
- ↑ Adrienne Cecile Rich. Jewish Women's Archive. ციტირების თარიღი: March 29, 2012.
- ↑ Adrienne Rich: the moment of change. Greenwood Publishing Group, Incorporated.
- ↑ A to Z of American women writers – Carol Kort. Books.google.ca.
- ↑ Shuman (2002) p1278
- ↑ Critical Survey of Poetry (1992) Ed. Frank Northen Magill, Salem Press, p2752
- ↑ 38.0 38.1 Guardian article, profile: "Poet and pioneer". 15 June 2002. Retrieved August 10, 2010.
- ↑ Langdell, Cherl Colby (2004). Adrienne Rich: The Moment of Change. Westport, CT: Praeger Publishers, გვ. xv.
- ↑ Aldrich and Wotherspoon (2000) Who's Who in Gay and Lesbian History, Vol 2. Routledge p352 ISBN 0-415-22974-X.
- ↑ Langdell, Cheri Colby (2004) Adrienne Rich: the moment of change. p159 Praeger Publishers ISBN 0-313-31605-8
- ↑ Adrienne Rich grandchildren