ადამიანი ობობა (2002 წლის ფილმი)
ადამიანი ობობა (ინგლ. Spider-Man) — 2002 წლის ამერიკული სუპერგმირული ფილმი, რომლის რეჟისორია სემ რეიმი და დაფუძნებულია Marvel Comics-ის ამავე სახელწოდების პერსონაჟზე. ის არის პირველი ფილმი ადამიანი ობობას ტრილოგიიდან. მასში მთავარს გმირ პიტერ პარკერს განასახიერებს ტობი მაგუაირი, ნიუ-იორკში მცხოვრები კოლეჯის სტუდენტი, რომელიც შეიძენს ობობის მსგავს სუპერძალას, მას შემდეგ რაც უკბენს გენეტიკურად სახეცვლილი ობობა. ფილმში აგრეთვე მონაწილეობენ უილემ დეფო, კირსტენ დანსტი, ჯეიმზ ფრანკო, კლიფ რობერტსონი და როზმარი ჰარისი.
„ადამიანი ობობა“ | |
---|---|
რეჟისორი | სემ რეიმი |
პროდიუსერი | |
სცენარის ავტორი | დევიდ კეპი |
ეფუძნება | ადამიანი ობობა და სტენ ლი — სტივ დიტკო ადამიანი ობობა |
როლებში | |
მუსიკა | დენი ელფმანი |
ოპერატორი | დონ ბერჯესი |
მონტაჟი |
|
მწარმოებელი კომპანია | |
დისტრიბუტორი | Sony Pictures Releasing |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 121 წუთი[3] |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 139 მილიონი დოლარი[4] |
შემოსავალი | 821.7 მილიონი დოლარი[4] |
25 წლიანი გაჭიანურების შემდეგ, 1999 წელს, Sony Pictures Entertainment-მა MGM-ისგან გამოისყიდა ფილმის წარმოების ყველა უფლება. Sony-მ სცენარისტად დაიქირავა დევიდ კეპი. რეჟისორად მოიაზრებდონენ როლანდ ემერიხი, ენგ ლი, კრის კოლამბუსი, იან დე ბონტი, ნაიტ შიამალანი, ტონი სკოტი და დეივიდ ფინჩერი. თუმცა სტუდიამ რეჟისორად აიყვანა სემ რეიმი 2000 წელს. კეპის სცენარი გადაწერილი იქნა სკოტ როზენბერგის და ელვინ სარჯენტის მიერ.
გადაღებები მიმდინარეობდა ლოს-ანჯელსესსა და ნიუ-იორკში 2001 წლის 8 იანვრიდან ივნისამდე. ვიზუალური ეფექტების შექმნა ითავა Sony Pictures Imageworks-მა.[5] პრემიერა გაიმართა 2002 წლის 29 აპრილს. ფილმა მიიღო დადებითი შეფასებები კინოკრიტიკოსებისგან, რომლებმაც შეაქეს რომანტიკული მომენტები, ვიზუალური ეფექტები, რეჟისურა და დენი ელფმანის მუსიკა. ფილმმა წარმატებას მიაღწია კომერციულადაც: „ადამინი ობობა“ იქცა პირველ ფილმად, რომლის შემოსავალმა პირველ კვირაში 100 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო საერთო ჯამში შემოსავალმა 821 მილიონ დოლარს მიარწია და იქცა 2002 წლის მესამე ყველაზე შემოსავლიან ფილმად. მას მოყვა გაგრძელებები: „ადამინი ობობა 2 2004 წელს და „ადამიანი ობობა 3“ 2007 წელს.[6]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ადამიანი ობობა“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
- „ადამიანი ობობა“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- „ადამიანი ობობა“ — Box Office Mojo-ზე
- „ადამიანი ობობა“ — TCM-ის მონაცემთა ბაზაში
- „ადამიანი ობობა“ — Rotten Tomatoes
- „ადამიანი ობობა“ — Allmovie-ზე
- „ადამიანი ობობას“ ტრეილერი YouTube-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Spider-Man. American Film Institute. ციტირების თარიღი: 8 თებერვალი, 2019.
- ↑ 2.0 2.1 Spider-Man. ციტირების თარიღი: 8 თებერვალი, 2019.
- ↑ SPIDER-MAN (12A). British Board of Film Classification (15 აპრილი, 2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-22. ციტირების თარიღი: 16 თებერვალი, 2016.
- ↑ 4.0 4.1 Spider-Man (2002). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 2009-02-05.
- ↑ About. Sony Pictures Entertainment Inc.. ციტირების თარიღი: 8 თებერვალი, 2019.
- ↑ Ian Mohr (1 მაისი, 2007). „'Spider-Man 3' sets records“. Variety. ციტირების თარიღი: May 2, 2007. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება)