როლანდ ემერიხი
როლანდ ემერიხი (გერმ. Roland Emmerich); დ. 10 ნოემბერი, 1955) — გერმანელი კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი. მისი ფილმების უმრავლესობა გადაღებულია ჰოლივუდში ინგლისურ ენაზე. ემერიხის ფილმების საერთო შემოსავალი მსოფლიოს მასშტაბით 3 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება, ხოლო აშშ-ში 1 მილიარდს აღწევს.[1]
როლანდ ემერიხი | |
---|---|
ემერიხი 2013 წელს | |
დაბადების სახელი | როლანდ ემერიხი |
დაბადების თარიღი |
10 ნოემბერი, 1955 შტუტგარტი, ბადენ-ვიურტემბერგი, გერმანია |
რეზიდენცია | |
ეროვნება | გერმანელი |
მოქალაქეობა |
გერმანია აშშ |
ალმა-მატერი | მიუნხენის კინოსა და ტელევიზიის უნივერსიტეტი |
საქმიანობა |
|
აქტიური | 1979-დღემდე |
ემერიხი დაიბადა შტუდგარტში, დასავლეთ გერმანიაში. 1977 წელს ჩაირიცხა მიუნხენის კინოსა და ტელევიზიის უნივერსიტეტში. პირველი ფილმი „The Noah's Ark Principle“ გადაიღო 1984 წელს, რომელიც ნაჩვენები იქნა ბერლინის 34-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე.[2] 1985 წელს, თავის დასთან ერთად დააფუძნა კინოკომაპანია Centropolis Entertainment.
მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო, მათ შორის სატურნი საუკეთესო რეჟისორისთვის. არის გეი და ლგბტ თემის უფლებების აქტივისტი.[3] 2017 წელს დაქორწინდა ომარ დე სოტოზე.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1979: „ფრანცმანი“ (Franzmann)
- 1985: „კონტაქტში შემოსვლა (Making Contact ან Joey)
- 1987: „ჰოლივუდური მონსტრები“ (Hollywood-Monster)
- 1990: „მთვარე 44“ (Moon 44)
- 1992: „უნივერსალური ჯარისკაცი“ (Universal Soldier)
- 1994: „ვარსკვლავთკარიბჭე“ (Stargate)
- 1996: „დამოუკიდებლობის დღე“ (ndependence Day)
- 1998: „გოძილა“ (Godzilla)
- 2000: „პატრიოტი“ (The Patriot)
- 2002: „ობობების შეტევა“ (Eight Legged Freaks)
- 2004: „ზეგ“ (The Day After Tomorrow)
- 2008: „10000 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე“ (10,000 BC)
- 2011: „ანონიმი“ (Anonymous)
- 2012: „2012“ (2012)
- 2013: „თეთრი სახლის დაცემა (White House Down)
- 2015: „სტოუნვოლი (Stonewall)
- 2016: „დამოუკიდებლობის დღე: აღზევება“ (Independence Day: Resurgence)
- 2019: „მიდუეი“ (Midway)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: როლანდ ემერიხი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Roland Emmerich. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 6 თებერვალი, 2017.
- ↑ Hilary Whiteman (10 მარტი, 2008). „Roland Emmerich: Making it big“. CNN. ციტირების თარიღი: 16 მარტი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Couch, Aaron (June 25, 2013). „Roland Emmerich: Independence Day 2 to Feature Gay Character“. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება)