ადადნირარი I
(გადამისამართდა გვერდიდან ადად-ნირარი I)
ადად-ნირარი I — ასურეთის მეფე ძვ. წ. 1307 - ძვ. წ. 1274 წლებში.
ადად-ნირარი პირველი იყო შამში ადად ადად-ნირარი I ვინც ტიტული ”მრავალთა მეფე” აიღო. მან დაამარცხა ბაბილონის მეფე ნაზიმარუტაშუ და დაიპყრო მდიდარი ხურიტული ოლქი არაფხა და ნუზი. მითანის მეფის წინააღმდეგ ლაშქრობა დასრულდა მეფე შატურ I-ს დატყვევებით, და მან თავი ასურეთის მოხარკედ სცნო. რამდენიმე წლის შემდეგ, ადად-ნირარმა ჩამოაგდო მითანის მეფე ვასაშატუ და შემოიერთა მთელი მითანი ქალაქ ქარხემიშამდე. თუმცა ადად-ნირარის გარდაცვალების შემდეგ მითანელები აჯანყდნენ და ტახტზე შატურა II აიყვანეს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 78.
- Рыжов, K. (2001). Энциклопедия - Все монархи мира - Древний Восток. Вече, Москва. ISBN 5-7838-0829-6