აგრის ბრძოლა1751 წელს, ქართლ-კახეთის მხედრობის ბრძოლა ჭარ-ბელაქნისა და შაქის გაერთიანებულ ლაშქართან მდ. აგრისწყლის (აგრაჩაი, ალაზნის შენაკადი, ახლანდელი აზერბაიჯანი) მიდამოებში.

1751 წლის იანვარში თეიმურაზ II-მ და ერეკლე II-მ გაილაშქრეს დაღესტნელ მოთარეშეთა მთავარი პლაცდარმის – ჭარ-ბელაქნის ე. წ. უბატონო თემების დასამორჩილებლად. ქართველთა ლაშქარს ახლდა განჯელთა და საქართველოში მცხოვრებ მაჰმადიანთა (ელები) რაზმებიც.

ქართველთა მოკავშირე იყო შაქის ხანი აჯი-ჩალაბიც, რომელიც შემდეგ ჭარელ ლეკებს მიემხრო. ლაშქრობის ბედი 11 თებერვლის ბრძოლამ გადაწყვიტა. ქართველთა მეწინავე ლაშქარმა (ქიზიყისა და სომხით-საბარათიანოს რაზმები) მტრის ცენტრი გაარღვია, მაგრამ დიდძალი ქვეითი ლაშქრით ჩასაფრებული აჯი-ჩალაბი მოულოდნელად დაესხა თავს ქართველთა მარცხენა ფრთას, რომელშიც ქსნისა და არაგვის საერისთავოების რაზმები შედიოდა. ქართველთა ლაშქრის მაჰმადიანური ნაწილი უბრძოლველად უკუიქცა. ქართველები დამარცხდნენ. ერეკლე II თავადმა პაპა ბებურიშვილმა და გლეხმა დავით ბოსტაშვილმა გადაარჩინეს განსაცდელს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება