რაზამბეი აგრბა
(გადამისამართდა გვერდიდან აგრბა, რაზამბეი)
რაზამბეი მიხეილის ძე აგრბა (დ. 9 მაისი, 1913, სოფ. ყულანურხვა, ახლანდელი გუდაუთის რაიონი — გ. 10 სექტემბერი, 1980, სოხუმი) — აფხაზი საბჭოთა მსახიობი. აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო არტისტი (1954), საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1958). სკკპ წევრი 1946 წლიდან.
ბიოგრაფია
რედაქტირება1934 წელს დაამთავრა სოხუმის თეატრალური სტუდია. 1931 წლიდან სოხუმის თეატრის აფხაზური დასის მსახიობია. აფხაზურ სცენაზე ლენინის სახე პირველად აგრბამ შექმნა (დადიანის „ნაპერწკლიდან“, პოგოდინის „კრემლის კურანტები“). განასახიერა აფხაზი რევოლუციონერის ლაკობას (ჭანბას „ქერაზი“), პოლკოვნიკ ზახაროვის (ლაკერბაის „დანაყაი“), ქვანათის (ფაჩალიას „გუნდა“), ბატალბეის (სარქისიანის „უბრწყინვალესი მხეცები“), ძანთემირის (შავლოხოვის „სასიძო“) და სხვა დრამატული და კომედიური როლები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 67-68.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 45.