აგლომერატი (პეტროგრაფია)

Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აგლომერატი.

აგლომერატი (ლათ. agglomero) — პეტროგრაფიაში, სხვადასხვა, უმთავრესად ვულკანური წარმოშობის ქანებისა და მინერალთა მსხვილი ნატეხების ფაშარი გროვა. აგლომერატის შეცემენტების შედეგად წარმოიქმნება ბრექჩიები, ტუფები და სხვა. აგლომერატი გავრცელებულია თანამედროვე ვულკანურ მხარეებში (კამჩატკა), საქართველოში გვხვდება ახალგაზრდა ვულკანიზმის რაიონებში (აბულ-სამსარის ქედი და სხვ.).

ლიტერატურარედაქტირება