კამჩატკის ნახევარკუნძული

(გადამისამართდა გვერდიდან კამჩატკა)

კამჩატკის ნახევარკუნძული (რუს. полуостров Камчатка) — მდებარეობს რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, წყნარ ოკეანესა (აღმოსავლეთით) და ოხოტის ზღვას (დასავლეთით) შორის. მისი სიგრძე დაახლოებით 1250 კმ-ია, ხოლო მთლიანი ფართობი 472,300 კმ². ნახევარკუნძულის გასწვრივ, სანაპიროსთან სიახლოვეს, მდებარეობს კურილ-კამჩატკის ღარი (10,500 მ).

კამჩატკის ნახევარკუნძული
კოორდინატები: 57° ჩ. გ. 160° ა. გ. / 57° ჩ. გ. 160° ა. გ. / 57; 160
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
უმაღლესი წერტილი კლიუჩევსკაია სოპკა
სიმაღლე 4750 
ფართობი 270 000 კმ²
აკვატორია ოხოტის ზღვა
მოსახლეობა 322,079 (2010)
კამჩატკის ნახევარკუნძული — რუსეთი
კამჩატკის ნახევარკუნძული

კამჩატკის ნახევარკუნძული, მის სიახლოვეს მდებარე კომანდორის კუნძულებსა და კუნძულ კარაგინსკისთან ერთად შედის რუსეთის ფედერაციის კამჩატკის მხარის შემადგენლობაში. ნახევარკუნძულის მოსახლეობა შეადგენს 402,500 ადამიანს, რომელთა უმრავლესობაც რუსია, მაგრამ ასევე არიან კორიაკებიც. მოსახლეობის ნახევარზე მეტი, თავმოყრილია ქალაქ პეტროპავლოვსკში, იელიზოვოსა და მის შემოგარენში.

ნახევარკუნძულზე მდებარეობს კამჩატკის ვულკანები, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება