აბუ შუქურ ბალხი
აბუ შუქურ ბალხი (სპარს. بوشکور بلخی; დ. 915) — სპარსულ-ტაჯიკური ლიტერატურის წარმომადგენელი. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა, რომელიც მოღწეულია ფრაგმენტების სახით (დაცულია ავფის ანთოლოგიაში, ასადის ლექსიკონში და სხვა), ჟანრობრივი მრავალფეროვნებით და დახვეწილი პოეტურობით გამოირჩევა. დიდაქტიკური პოემა „ხოტბის წიგნი“ მშვიდობის, თანასწორობის, ღატაკებისადმი თანაგრძნობის ჰუმანური მოტივებითაა განმსჭვალული. რუდაქისთან ერთად ითვლება დიდაქტიკის ჟანრის ფუძემდებლად სპარსულ ლიტერატურაში. მის სახელთან დაკავშირებულია რამდენიმე სალექსო ფორმის (მესნევი, რობაი) და ზომის (მუთაკარიბი, ჰაზაჯი, ხაფიფი) უძველესი ნიმუშები. აბუ შუქურ ბალხის პოეტურმა სახეებმა და მოტივებმა გამოძახილი პოვა კლასიკოსთა (ფირდოუსი, ომარ ხაიამი, საადი) ნაწარმოებში.
აბუ შუქურ ბალხი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 915 |
დაბადების ადგილი | ბალხი[1] |
გარდაცვალების თარიღი | X საუკუნე |
საქმიანობა | პოეტი |
მოქალაქეობა | სამანიდების სახელმწიფო |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 48.