აბუ საიდ ბაჰადურ-ხანი
აბუ საიდ ბაჰადურ-ხანი (სპარს. ابوسعید بهادرخان; დ. 2 ივნისი, 1305, უჯანი — გ. 1 დეკემბერი, 1335, ყარაბახი) — ჰულაგუიანთა სახელმწიფოს მეცხრე ილხანი (1317-1335 წწ.). ოლჯაითუ-ყაენის შვილი და მემკვიდრე. მისი მმართველობის პირველ ათწლეულში (1327 წლამდე) ქვეყანას მართავდა მედროვე ემირი ჩობანი, რომელიც მონღოლური ტომის, სულდუზის წარმომადგენელი იყო.
აბუ საიდ ბაჰადურ-ხანი | |
---|---|
სპარს. ابوسعید بهادرخان | |
აბუ საიდის მონეტა, 1320 წ. | |
ჰულაგუიანთა სახელმწიფოს მე-9 ილხანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1317 |
მმართ. დასასრული: | 1335 |
წინამორბედი: | ოლჯაითუ-ყაენი |
მემკვიდრე: | არფა-ხანი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 2 ივნისი, 1305 |
დაბ. ადგილი: | უჯანი |
გარდ. თარიღი: | 1 დეკემბერი, 1335 |
გარდ. ადგილი: | ყარაბახი |
მეუღლე: | ოლჯეი-კუტლუგი - ყაზან-ყაენის შვილი |
დინასტია: | ჰულაგუიანები |
მამა: | ოლჯაითი-ყაენი |
დედა: | ჰაჯი-ხათუნი |
რელიგია: | სუნიტური ისლამი |
აბუ საიდ ბაჰადურ-ხანი გაირდაიცვალა 1335 წელს ყარაბახში ოქროს ურდოს მმართველის უზბეკ-ხანის წინააღმდეგ ლაშქრობის დროს. მისი გარდაცვალების შემდეგ ცალკეულ ფეოდალურ დაჯგუფებებს ტახტზე აჰყავდათ მარიონეტი მმართველები ჰულაგუიანების საგვარეულოდან.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჯექსონი პ.. Abū Sa'īd. ენციკლოპედია ირანიკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-25. ციტირების თარიღი: 09-09-2012.
- Mehmet Eti.. Abu Sa'id en. Anatolian Coins. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-25. ციტირების თარიღი: 09-09-2012.