ჩობანი (დაახ. 1262ნოემბერი,1327) — ჰულაგუიანთა სახელმწიფოს გავლენიანი ემირი და დიდი ხნის განმავლობაში არაოფიციალური მმართველი. ჩობანოიდების დინასტიის დამფუძნებელი.

ჩობანი ქეღათუ ყაენის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო. 1295 წელს, ბაიდუ ყაენის მიერ ქეღათუს მკვლელობისა და ილხანატის ხელში ჩაგდების შემდეგ, ჩობანი აქტიურად ეხმარებოდა ყაზან ყაენს მმართველობის მოპოვებაში. სირიაში მამლუქთა წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში, რომელსაც ყუთლუ შაჰი მეთაურობდა, ჩობანს მნიშვნელოვანი სამხედრო მეთაურის პოზიცია ეკავა. ილხანატის ლაშქარმა ამ ბრძოლებში წარმატება ვერ მოიპოვა, 1303 წელს მარჯ ალ-საფარის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ ყუთლუ შაჰსა და ჩობანს ყაზანის მრისხანება დაატყდათ თავს, თუმცა მათ არმიაში პოზიციები შეინარჩუნეს.

1304 წელს ყაზან ყაენის გარდაცვალების შემდეგ ჰულაგუიანთა ილხანის ტახტი მისმა ძმამ ოლჯაითუ ყაენმა დაიკავა. ოლჯაითუს კარზე ჩობანი კიდევ უფრო დაწინაურდა და ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად იქცა. 1306 წელს ჩობანმა ცოლად ოლჯაითუს ქალიშვილი დულანდი ხათუნი შეირთო. 1307 წელს გილანის სამხედრო კამპანიის დროს, ყუთლუ შაჰის გარდაცვალების შემდეგ, ჩობანმა ულუსის ემირის პოსტი დაიკავა. 1316-1327 წლებში ოლჯაითუ ყაენის გარდაცვალების შემდეგ, აბუ საიდის სრულწლოვანებამდე თავის ვაჟიშვილებთან ერთად მართავდა ილხანატს.

ლიტერატურა

რედაქტირება