გრიგოლ აბუსერისძე

(გადამისამართდა გვერდიდან აბუსერისძე, გრიგოლ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბუსერისძე.

გრიგოლ აბუსერიძე — XI საუკუნის შუა წლების საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, ძე აბუსერ აბუსერისძისა, არტანუჯისა და ხიხათა (აჭარის) ერისთავთერისთავი. 1046 მონაწილეობდა ღრტილის კრებაში. იყო ბაგრატ IV-ის მოკავშირე ლიპარიტ ბაღვაშთან ბრძოლაში. სამცხეში არყისციხესთან მომხდარ შეტაკებაში ტყვედ ჩაიგდო ლიპარიტმა და არტანუჯი ჩამოართვა. ამის შემდეგ პოლიტიკურ ასპარეზზე აღარ ჩანს.

ლიტერატურა

რედაქტირება