აბელ ტასმანის ეროვნული პარკი
აბელ ტასმანის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი ახალ ზელანდიაში, სამხრეთის კუნძულის ჩრდილოეთ დაბოლოებაზე. შეიქმნა 1942 წელს, ორნითოლოგებისა და მწერალ პერინ მონკრიეფის დიდი ძალისხმევის შედეგად. 225,3 კმ² ფართობით იგი ახალი ზელანდიის უმცირესი ეროვნული პარკია. შედგება ტყიანი, ბორცვიანი ლანდშაფტისგან, რომელიც გადაშლილია მდინარე ტაკაკისა და რიუაკის ჩრდილოეთით. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება გოლდენ-ბეი და ტასმანის უბე. სახელი ეწოდა აბელ ტასმანის პატივსაცემად, რომელიც 1642 წელს პირველი ევროპელი მკვლევარი გახდა, ვინც ახალ ზელანდიას ეწვია.
აბელ ტასმანის ეროვნული პარკი
Abel Tasman National Park | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | ტასმანის რეგიონი |
ქვეყანა | ახალი ზელანდია |
კოორდინატები | 40°50′ ს. გ. 172°54′ ა. გ. / 40.833° ს. გ. 172.900° ა. გ. |
ფართობი | 225,3 კმ² |
დაარსდა | 1942 |
მმართველი ორგანო | ახალი ზელანდიის კონსერვაციის დეპარტამენტი |
ეროვნული პარკი არ ვრცელდება სანაპირო წყლებზე, სადაც ცალკე ნაკრძალია შექმნილი.