ტასმანის უბე
ტასმანის უბე (ინგლ. Tasman Bay) — V-ს ფორმის უბე ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულის ჩრდილოეთით. მდებარეობს კუნძულის ჩრდილოეთ სანაპიროს ცენტრში. სანაპირო ხაზის სიგრძე 120 კმ-ს შეადგენს, ყველაზე ფართო წერტილის კი 70 კმ-ს. წარმოადგენს ტასმანის ზღვის მკლავს, რომელიც შეჭრილია კუკის სრუტის დასავლეთ მისადგომთან.
უბის დასავლეთ კიდესთან რელიეფი უსწორმასწოროა და გაუვალი ტყეებით დაფარული. აქვე მდებარეობს აბელ ტასმანის ეროვნული პარკი, რომელიც მას პატარა მეზობლის, გოლდენ-ბეისგან გამოჰყოფს. აღმოსავლეთით რელიეფი ციცაბოა, გამოირჩევა მარლბოროს ვიწრო სრუტეების ხეობებით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: