გოლდენ-ბეი (ინგლ. Golden Bay) — თავთხელი, პარაბოლოიდის ფორმის უბე ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ კიდეზე. წარმოადგენს ტასმანის ზღვის მკლავს და შეჭრილია კუკის სრუტის სამხრეთ-დასავლეთით და ტასმანის უბის დასავლეთით. ზღვისგან გამოყოფილია ფერიველის ცელით. სამხრეთიდან უბეში ჩაედინება მდინარე აორერე და ტაკაკა.

თანამგზავრული ფოტო
აბელ ტასმანის ეროვნული პარკის ერთ-ერთი მთავარი პლაჟი გოლდენ-ბეიზე

გოლდენ-ბეი გამოირჩევა კარგი ამინდებით და საკმაოდ პოპულარულია ტურისტებში.

უბის დასავლეთი და ჩრდილოეთი რეგიონები თითქმის მთლიანად დაუსახლებელია. სამხრეთ სანაპიროსთან მდებარეობს აბელ ტასმანის ეროვნული პარკი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება