აბდულა თალიბზადე
აბდულა შაიგი თალიბზადე (დ. 24 თებერვალი 1881, თბილისი — გ. 24 ივლისი 1959, ბაქო) — აზერბაიჯანელი მწერალი. დაწყებითი განათლება თბილისში მიიღო. 1901 წლიდან ცხოვრობდა ბაქოში, სადაც ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. შემოქმედების ადრინდელი პერიოდი აღმოსავლური ლიტერატურის ტრადიციებითაა შემოსაზღვრული, მოგვიანებით პროგრესული რომანრიზმის მიმდევარი იყო. მნიშვნელოვანია აბდულა თალიბზადეს მოთხრობები „უბედური ოჯახი“, „წერილმა ვერ მოაღწია“, „ლამაზი გაზაფხული“ (1912-1913); რომანი „არაზი“ (1940), დრამატული ნაწარმოებები: „ელვა“ (1927), „ხასაი“ (1937), „ხალხის შვილი“ (1939), „სამშობლო“ (1942) და სხვა. პიესების დიდი ნაწილი დაწერილია მოზარდთა თეატრისათვის. აბდულა თალიბზადემ თარგმნა ნიზამის „ისქანდერნამეს“ ნაწილი („წიგნი დიდებისა“), შექსპირის „მაკბეთი“, პუშკინის, კრილოვის, ნეკრასოვისა და სხვათა ნაწარმოებები.
აბდულა თალიბზადე | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი | 24 თებერვალი 1881[1] |
დაბადების ადგილი | თბილისი |
გარდაცვალების თარიღი | 24 ივლისი 1959 (78 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბაქო |
დასაფლავებულია | საპატიო ხეივანი |
საქმიანობა | დრამატურგი, მასწავლებელი, პოეტი და მთარგმნელი |
ენა | აზერბაიჯანული ენა |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა ![]() |
Magnum opus | აზერბაიჯანის სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და შრომის წითელი დროშის ორდენი |
ჯილდოები | შრომის წითელი დროშის ორდენი და აზერბაიჯანის სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე |
შვილ(ებ)ი | Kamal Talybzadă |
ხელმოწერა |
![]() |
საიტი | abdullashaig.com |
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 576-577.
- ↑ IMSLP — 2006.