You Spin Me Round (Like a Record) — ინგლისური პოპჯგუფის, Dead or Alive-ის სიმღერა, რომელიც წარმოდგენილია მათ მეორე სტუდიურ ალბომში „Youthquake“ (1985). სინგლის სახით გამოვიდა 1984 წლის ნოემბერში, 1985 წლის მარტში დიდ ბრიტანეთში 1-ელ ადგილს მიაღწია და პოზიცია 17 კვირის განმავლობაში შეინარჩუნა. იყო Stock Aitken Waterman-ის პროდიუსერობით გამოსული პირველი ბრიტანული პირველადგილოსანი ჰიტი.[8] აშშ-ის Billboard Hot 100-ში იმავე წლის 17 აგვისტოს მე-11 ადგილი დაიკავა და ამ ჩარტში Stock Aitken Waterman-ის საპროდიუსერო ტრიოს საუკეთესო შედეგის მქონე სინგლი გახდა.[9]

„You Spin Me Round (Like a Record)“
სინგლიDead or Alive
ალბომიდან Youthquake
B-მხარე Misty Circles
გამოსვლის თარიღი 5 ნოემბერი, 1984 (1984-11-05)[1]
ჟანრი ჰაი-ენერჯი,[2][3] საცეკვაო პოპი,[4][5] სინთპოპი,[6] ახალი ტალღა[7]
ხანგრძლივობა
  • 3:19 (Rock it album Intro)
  • 3:16 (Murder Mix Edit/Original 7" Mix)
  • 8:01 (Murder Mix-full version)
  • 7:28 (Performance Mix)
ხმისჩამწერი ლეიბლი Epic Records
ავტორ(ებ)ი პიტ ბერნსი, სტივ კოი, უეინ ჰასი, ტიმ ლევერი, მაიკ პერსი
პროდიუსერი Stock Aitken Waterman
Dead or Alive — სინგლების ქრონოლოგია
„That's the Way (I Like It)“
(1984)
You Spin Me Round (Like a Record)
(1984)
„Lover Come Back to Me“
(1985)
მუსიკალური ვიდეო
„You Spin Me Round (Like a Record)“ YouTube-ზე
აუდიომაგალითი

2003 წელს ჟურნალმა „Q“-მ „ყველა დროის 1001 საუკეთესო სიმღერის“ სიაში ეს სინგლი 981-ე ადგილზე დაასახელა. „Blender“-მა 2005 წელს 289-ე ადგილი მიანიჭა „შენი დაბადების შემდეგ შექმნილი საუკეთესო სიმღერების“ („Greatest Songs Since You Were Born“) რეიტინგში. 2015 წელს კი ITV-ის გამოკითხვაში ბრიტანულმა საზოგადოებამ 1980-იანი წლების პირველადგილოსან ჰიტებს შორის მე-17 საყვარელ სიმღერად აირჩია.

მომდევნო წლებში არაერთმა შემსრულებელმა გამოუშვა სიმღერის მისეული ვერსია.

შექმნის ისტორია

რედაქტირება

Dead or Alive-ის წამყვანმა ვოკალისტმა პიტ ბერნსმა თავის ავტობიოგრაფიაში აღნიშნა, რომ მან „You Spin Me Roundლუთერ ვენდროსის ორი სიმღერის შთაგონებით შექმნა („I Wanted Your Love“ და „See You Round Like a Record“).

ჯგუფის სადებიუტო სტუდიური ალბომის, „Sophisticated Boom Boom“-ის (1984) ჟღერადობის გამეორებისათვის თავის არიდების მიზნით, პიტ ბერნსს სურდა, რომ „You Spin Me Round“-ის პროდიუსერი ყოფილიყო იმ დროს ნაკლებად ცნობილი პროდიუსერების ჯგუფი Stock Aitken Waterman. ბერნსს უნდოდა, რომ სიმღერა შესრულებულიყო ჰაი-ენერჯის სტილში, როგორც ამ პროდიუსერული ჯგუფის 1984 წლის ბრიტანული ჰიტები: დივაინის „You Think You're a Man“ და ჰეიზელ დინის „Whatever I Do (Wherever I Go)“.[8]

ბერნსის თქმით, იმ დროისთვის, როდესაც პროდიუსერები აირჩიეს მასზე სამუშაოდ, სიმღერა უკვე „დასრულებული“ იყო. პროდიუსერები კი იმიტომ სჭირდებოდათ, რომ „ხმის ჩამწერი კომპანიები არ ენდობოდნენ ისეთ ჯგუფს, რომელიც სტუდიაში პროდიუსერის გარეშე მივიდოდა“.[10] მისივე სიტყვებით, ხმის ჩამწერი კომპანია „You Spin Me Round“-ის მიმართ იმდენად არაენთუზიაზმით იყო განწყობილი, რომ ჩასაწერად თავად 2500 გირვანქა სტერლინგის ოდენობის სესხის აღება მოუწია. ჩაწერის შემდეგ იხსენებდა, რომ ხმის ჩამწერმა კომპანიის აზრით, სიმღერა „საშინელება“ იყო და ჯგუფს თავად უნდა დაეფინანსებინა სიმღერის ვიდეოკლიპი.[11]

2015 წლის აპრილში BBC Radio 4-ისათვის მიცემულ ინტერვიუში ბერნსმა აღნიშნა, რომ პროდიუსერებსა და ჯგუფს შორის კონფრონტაციულმა დამოკიდებულებამ წარმოების დროს გამოიწვია „საკმაოდ ცუდი ემოციური ატმოსფერო“ და უთანხმოებები.[12] ხმის რეჟისორ ფილ ჰარდინგის თანახმად, სიმღერის მიქშირების დროს ჯგუფის წევრებსა და პროდიუსერებს (მაიკ სტოკსა და მეტ აიტკენს) შორის დაძაბულობა იმდენად მაღალი იყო, რომ ლამის ძალადობაში გადაიზარდა აიტკენმა დაადასტურა, რომ დაძაბულობა მაღალი იყო, პროდიუსერები ჯგუფის წევრებს დაუპირისპირდნენ ამ უკანასკნელთა სურვილის გამო, ახალი ელემენტები დაემატებინათ მიქსში.[13] სტოკი უარყოფდა სტუდიაში დაძაბულობის სერიოზულობას და ამტკიცებდა, რომ ბერნსმა, ჰარდინგმა და პიტ უოტერმანმა (მესამე პროდიუსერმა) საკუთარ მონაყოლებში მომხდარი გააზვიადეს.[14]

„You Spin Me Round (Like a Record)“ დაწერილია ფა ♯ მინორის ტონალობაში.[15]

ხელახალი გამოშვებები

რედაქტირება

„You Spin Me Round“-ის რემიქსვერსია გამოვიდა 2003 წელს, ამავე დროს გამოვიდა Dead or Alive-ის საუკეთესო ჰიტების ალბომი „Evolution: The Hits“. სიმღერამ გაერთიანებული სამეფოს სინგლების ჩარტში 23-ე ადგილს მიაღწია. 1984 წლის ორიგინალი ჩანაწერი ხელახლა გამოვიდა 2006 წლის 30 იანვარს და მე-5 ადგილს მიაღწია.

ადრინდელი რემიქსები გამოვიდა 1996 და 1997 წლებში (ზოგიერთი შესულია ალბომ „Nukleopatra“-ს ამერიკულ, ევროპულ და ავსტრალიურ გამოშვებებში). 1999 წელს ეს მიქსები აშშ-ში გამოიცა 2-CD კომპლექტად. პირველ დისკზე იყო „You Spin Me Round“-ის შვიდი მიქსი, ხოლო მეორე დისკზე — „Sex Drive“-ის ხუთი მიქსი. 2000 წელს ახალი მიქსები გამოჩნდა ალბომში „Fragile“, 2001 წელს კი — ალბომში „Unbreakable: The Fragile Remixes“.

მუსიკალური ვიდეო

რედაქტირება

თანმხლები მუსიკალური ვიდეოს რეჟისორები იყვნენ ვოგან არნელი და ენთი ბენტონი. ვიდეოში წარმოდგენილია დისკოს ბურთი, მოფრიალე ოქროსფერი დროშები და ექვსხელიან ღვთაება ვიშნუს მხატვრული ინტერპრეტაცია.[16][17]

აღიარება

რედაქტირება

2003 წელს, ბრიტანულმა პოპულარულმა მუსიკალურმა ჟურნალმა „Q“-მ „You Spin Me Round“ 981-ე ადგილზე დაასახელა „ყველა დროის 1001 საუკეთესო სიმღერის“ სიაში.[18]

2005 წელს „Blender“-მა მას 289-ე ადგილი მიანიჭა „შენი დაბადების შემდეგ შექმნილი საუკეთესო სიმღერების“ („Greatest Songs Since You Were Born“) რეიტინგში.[19]

2015 წელს „ITV“-ის გამოკითხვაში ბრიტანულმა საზოგადოებამ 1980-იანი წლების პირველადგილოსან ჰიტებს შორის მე-17 საყვარელ სიმღერად აირჩია.[20]

2016 წელს, ბერნსის გარდაცვალების შემდეგ, მუსიკოსმა და მსახიობმა გერი კემპმა სიმღერა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო საცეკვაო ჩანაწერად მოიხსენია.[21]

2020 წელს „The Guardian“-მა სიმღერას მეხუთე ადგილი მიანიჭა საკუთარ სიაში „გაერთიანებული სამეფოს 100 უდიდესი პირველადგილოსანი“.[22]

2021 წელს ჟურნალმა „Classic Pop“ პირველ ადგილზე დააყენა „Stock Aitken Waterman-ის ტოპ 40 სიმღერის“ სიაში.[23]

ტრეკების სია

რედაქტირება

სერთიფიკატები

რედაქტირება
რეგიონი სერტიფიცირება გაყიდვები
კანადა (Music Canada)[71] ოქრო 5 000^
იტალია (FIMI)[72]
Sales since 2009
ოქრო 25 000*
გაერთიანებული სამეფო (BPI)[73]
Physical
ოქრო 500 000^
გაერთიანებული სამეფო (BPI)[74]
Digital
პლატინა 600 000^

^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)
 გაყიდვები და ნაკადოვანი აუდიოს მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „New Singles“. Music Week: 28. 3 November 1984.
  2. Barron, Lee (2010). „Camp Transitions: Genre Adaptation and the Hi-NRG/Dance Cover Version“, Play it Again: Cover Songs in Popular Music. Ashgate Publishing, გვ. 214. ISBN 978-0-7546-6809-1. 
  3. Ankeny, Jason. Dead or Alive – Artist Biography. AllMusic. ციტირების თარიღი: 24 June 2013
  4. Dead or Alive.
  5. Dead or Alive. ციტირების თარიღი: 6 June 2022
  6. Weisbard, Eric; Marks, Craig (1996) Spin Alternative Record Guide. Vintage Books. ISBN 978-0-6797-5574-6. „Stock-Aitken-Waterman, the British schlock-disco maestros who took the trance-like beats of '80s synth-pop to their dancefloor extreme, most famously on Dead or Alive's drag opus "You Spin Me Round (Like A Record)."“ 
  7. Abed, Cyrus. (12 April 2022) 33 Best New Wave Songs in the World.
  8. 8.0 8.1 Ep 3: You Spin Me Round (Like a Record) en-AU. Podcasts (30 May 2021). ციტირების თარიღი: 22 August 2021
  9. „The Hot 100“. Billboard. 17 August 1985. ციტირების თარიღი: 15 August 2015.
  10. Pete Burns Interview by Sveta Breakfast Radio Show 1997. https://www.youtube.com/watch?v=CvvPIcgiOPM&t=284s.
  11. Freak Unique: My Autobiography. 
  12. „The Reunion: The Hit Factory“. BBC. 24 April 2015. ციტირების თარიღი: 25 April 2015.
  13. A Journey Through Stock Aitken Waterman: Ep 41: Looking Back with Matt Aitken on Apple Podcasts en-AU. ციტირების თარიღი: 2022-10-31
  14. A Journey Through Stock Aitken Waterman: Ep 9: Taking Stock with Mike Stock on Apple Podcasts en-AU. ციტირების თარიღი: 2021-12-17
  15. You Spin Me Round (Like a Record) by Dead or Alive – Digital Sheet Music. Alfred Music (5 May 2008). ციტირების თარიღი: 9 June 2021
  16. VIDEO OF THE WEEK: DEAD OR ALIVE – 'YOU SPIN ME ROUND (LIKE A RECORD)' – Spotlight Sony Music UK | Official Website – Official Website.
  17. Scansmiths – Dead or Alive – You Spin Me Round – ScanSmiths. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-05-29. ციტირების თარიღი: 2023-07-01.
  18. Q – 1001 best songs ever (2003) nl. ციტირების თარიღი: 17 April 2020
  19. „The 500 Greatest Songs Since You Were Born: 251-300“. Blender. October 2005. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 March 2008.
  20. Westbrook, Caroline (25 July 2015). „The Nation's Favourite 80s Number One: 12 more classic 80s chart-toppers which didn't make the cut“. Metro. ციტირების თარიღი: 27 July 2015.
  21. Stanley, Bob (25 October 2016). „Pete Burns: too abrasive to be a national treasure, his talent made him immortal“. New Statesman. ციტირების თარიღი: 2 November 2016.
  22. Beaumont-Thomas, Ben; Petridis, Alexis; Snapes, Laura (5 June 2020). „The 100 greatest UK No 1s: 100-1“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 19 April 2022.
  23. „Top 40 Stock Aitken Waterman songs“. Classic Pop. August 2021. ციტირების თარიღი: 31 August 2021.
  24. 24.0 24.1 Popoff, Martin (2010). Goldmine Standard Catalog of American Records 1948–1991, 7th, Krause, გვ. 327. ISBN 978-1-4402-1131-7. [მკვდარი ბმული]
  25. You Spin Me Round / Sex Drive (liner notes). Dead or Alive. Cleopatra. 1999. ციტირების თარიღი: 3 October 2016.CS1-ის მხარდაჭერა: others (link)
  26. 26.0 26.1 Dead Or Alive – You Spin Me Round 2003. Officialcharts.de. GfK Entertainment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 მაისი 2015. ციტირების თარიღი: 9 May 2015
  27. Dead or Alive – You Spin Me Round 2006. Hitparade.ch. Hung Medien. ციტირების თარიღი: 3 October 2016
  28. Kent, David (1993). Australian Chart Book 1970–1992. St Ives, N.S.W.: Australian Chart Book, გვ. 85. ISBN 0-646-11917-6. 
  29. "Austriancharts.at – Dead Or Alive – You Spin Me Round (Like A Record)" (გერმანულად). Ö3 Austria Top 40. წაკითხვის თარიღი: 20 June 2013.
  30. "Ultratop.be – Dead Or Alive – You Spin Me Round (Like A Record)" (ჰოლანდიურად). Ultratop 50. წაკითხვის თარიღი: 20 June 2013.
  31. "Top RPM Singles: გამოცემა 0560." RPM. Library and Archives Canada. წაკითხვის თარიღი: 20 January 2014.
  32. „European Top 100 Singles“ (PDF). Eurotipsheet. 2 (13): 2 (of PDF). 1 April 1985. ციტირების თარიღი: 16 May 2022.
  33. Pennanen, Timo (2021). Sisältää hitin – Levyt ja esittäjät Suomen musiikkilistoilla 1.1.1960–30.6.2021 (fi). Musiikkiarkisto, გვ. 59. ISBN 978-952-7460-01-6. 
  34. "Lescharts.com – Dead Or Alive – You Spin Me Round (Like A Record)" (ფრანგულად). Les classement single. წაკითხვის თარიღი: 20 June 2013.
  35. "The Irish Charts – Search Results – You Spin Me Round (Like a Record)". Irish Singles Chart. წაკითხვის თარიღი: 29 January 2020.
  36. Classifiche it. Musica e dischi. ციტირების თარიღი: 29 May 2022 Set "Tipo" on "Singoli". Then, in the "Artista" field, search "Dead or Alive".
  37. Discography – Singles. Mikestockmusic.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 იანვარი 2014. ციტირების თარიღი: 20 June 2013
  38. "Nederlandse Top 40 – week 16, 1985" (ჰოლანდიურად). Nederlandse Top 40 წაკითხვის თარიღი: 20 June 2013.
  39. "Dutchcharts.nl – Dead Or Alive – You Spin Me Round (Like A Record)" (ჰოლანდიურად). Single Top 100. წაკითხვის თარიღი: 20 June 2013.
  40. "Charts.org.nz – Dead Or Alive – You Spin Me Round (Like A Record)". Top 40 Singles. წაკითხვის თარიღი: 20 June 2013.
  41. "Norwegiancharts.com – Dead Or Alive – You Spin Me Round (Like A Record)". VG-lista. წაკითხვის თარიღი: 20 June 2013.
  42. YOU SPIN ME ROUND (LIKE A RECORD) – Dead Or Alive. LP3. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 დეკემბერი 2018. ციტირების თარიღი: 22 December 2018
  43. "Swisscharts.com – Dead Or Alive – You Spin Me Round (Like A Record)". Swiss Singles Chart. წაკითხვის თარიღი: 20 June 2013.
  44. "Archive Chart: 19850309" ბრიტანეთის სინგლების ჩარტი. წაკითხვის თარიღი: 20 June 2013.
  45. 45.0 45.1 45.2 45.3 Dead or Alive – Awards. AllMusic. ციტირების თარიღი: 20 June 2013
  46. „CASH BOX Top 100 Singles – Week ending AUGUST 24, 1985“. Cash Box. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 October 2012.
  47. "Offiziellecharts.de – Dead Or Alive – You Spin Me Round (Like A Record)". GfK Entertainment Charts. წაკითხვის თარიღი 22 February 2019.
  48. "Australian-charts.com – Dead Or Alive – You Spin Me Round (Like A Record) ('96 Remix)". ARIA Top 50 Singles. წაკითხვის თარიღი: 20 June 2013.
  49. Ryan, Gavin (2011). Australia's Music Charts 1988–2010. Mt. Martha, VIC, Australia: Moonlight Publishing. 
  50. "Archívum – Slágerlisták – MAHASZ" (უნგრულად). Dance Top 40 lista. Magyar Hanglemezkiadók Szövetsége. წაკითხვის თარიღი: 21 June 2021.
  51. "Irish-charts.com – Discography Dead or Alive". Irish Singles Chart. წაკითხვის თარიღი: 28 January 2020.
  52. Top 10 Dance Singles, Week Ending 29 May 2003. GfK Chart-Track. ციტირების თარიღი: 13 June 2019[მკვდარი ბმული]
  53. "Archive Chart: 20030517". Scottish Singles Top 40. წაკითხვის თარიღი: 8 July 2018.
  54. "Archive Chart: 20030517" ბრიტანეთის სინგლების ჩარტი. წაკითხვის თარიღი: 20 January 2014.
  55. The ARIA Report: European Top 20 Charts – Week Commencing 13th February 2006. ARIA (13 February 2006). ციტირების თარიღი: 16 May 2022
  56. "The Irish Charts – Search Results – You Spin Me Round". Irish Singles Chart. წაკითხვის თარიღი: 29 January 2020.
  57. Top 10 Dance Singles, Week Ending 23 February 2006. GfK Chart-Track. ციტირების თარიღი: 13 June 2019[მკვდარი ბმული]
  58. "Archive Chart: 20060211". Scottish Singles Top 40. წაკითხვის თარიღი: 20 January 2014.
  59. "Archive Chart: 20060211" ბრიტანეთის სინგლების ჩარტი. წაკითხვის თარიღი: 20 January 2014.
  60. Kent Music Report No 599 – 30 December 1985 > National Top 100 Singles for 1985. Kent Music Report. ციტირების თარიღი: January 23, 2023
  61. Forum – ARIA Charts: Special Occasion Charts – Top 100 End of Year AMR Charts – 1980s. Australian-charts.com. Hung Medien. ციტირების თარიღი: 25 September 2016
  62. Jaaroverzichten 1985 nl. Ultratop. Hung Medien. ციტირების თარიღი: 25 September 2016
  63. „RPM's Top 100 Singles of 1985“. RPM. 43 (16). 28 December 1985. ციტირების თარიღი: 25 September 2016.
  64. Top 100-Jaaroverzicht van 1985 nl. Dutch Top 40. ციტირების თარიღი: 25 September 2016
  65. Jaaroverzichten – Single 1985 nl. Single Top 100. Hung Medien. ციტირების თარიღი: 25 September 2016
  66. End of Year Charts 1985. Recorded Music New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 თებერვალი 2015. ციტირების თარიღი: 25 September 2016
  67. Schweizer Jahreshitparade 1985 de. Hitparade.ch. Hung Medien. ციტირების თარიღი: 25 September 2016
  68. „Top 100 Singles“. Music Week. London, England: Spotlight Publications: 24. 24 January 1987.
  69. Jahrescharts – 1985. Offiziellecharts.de. GfK Entertainment Charts. ციტირების თარიღი: 25 September 2016
  70. End of Year Singles Chart Top 100 – 2006. Official Charts Company. ციტირების თარიღი: 8 July 2018
  71. Canadian single certifications – Dead or Alive – You Spin Me Round (Like A Record). Music Canada.
  72. Italian single certifications – Dead or Alive – You Spin Me Round (Like A Record) იტალიურად (PDF). იტალიის მუსიკალური ინდუსტრიის ფედერაცია.
  73. British single certifications – Dead or Alive – You Spin Me Round (Like A Record). ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ You Spin Me Round (Like A Record) ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ single ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  74. British single certifications – Dead or Alive – You Spin Me Round (Like A Record). ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ You Spin Me Round (Like A Record) ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ single ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go